ნანა მაღრაძე ქართველი სტუდენტია, რომელიც ნიუ-იორკში სწავლობს და ცხოვრობს. ექიმობაზე მეოცნებე ნანა, ნიუ-იორკის ისტორიულ სამედიცინო დანაყოფში მუშაობს და მოხალისედ ეხმარება მათ, ვისაც ახლა სამედიცინო დახმარება განსაკუთრებით სჭირდება. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს უქმეები განსაკუთრებულად რთული იქნება. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე, კორონავირუსით, 2,200 ადამიანის გარდაცვალებას ელოდებიან. კვლავ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა ნიუ-იორკში. როგორია ბოლო მონაცემები და სიტუაცია ამერიკაში. მარიამ უგრეხელიძე დეტალებით.
კორონავირუსით გამოწვეული სტრესტი ბიოლოგიური პროცესია. მთავარია, როგორ გავუმკლავდებით მას და რამდენად დავუჯერებთ სპეციალისტების რჩევებს- ამბობს ფსიქიატრი ირაკლი მანია. მოისმინეთ რჩევები სტრესთან და შფოთვასათან გამკლავების, ასევე ბავშვებთან ურთიერთობისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
ამერიკის 40-მდე შტატში გუბერნატორებმა სახლში დარჩენის ბრძანება გამოსცეს. რას ნიშნავს ეს, რატომ გახდა მისი გამოცემა აუცილებელი და რომელ შტატებშია ახლა ყველაზე მძიმე მდგომარეობა კორონავირუსის გამო? პასუხები ამ შეკითხვებზე მარიამ უგრეხელიძის სიუჟეტში.
გაიცანით ქართველი მეცნიერი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა. გიორგი ბაბუაძემ, კანადაში მეცნიერების გუნდთან ერთად კოვიდ-19-ის ვაქცინა გამოიგონა და ახლა მის პრე-კლინიკურ ცდაზე მუშაობს. დადებითი პროგნოზების გამართლების შემთხვევაში, ვაქცინა 1 წელიწადში იქნება გამოყენებისთვის მზად.
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ყველა არასაჭირო ბიზნესი გუშინ, ამერიკის დროით ღამის 10 საათიდან დაიხურა. აკრძალვა ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ამის პარალელურად ოთხშაბათ ღამეს, სენატმა ამერიკული ეკონომიკის გამოცოცხლებისკენ მიმართული ეკონომიკური დახმარების პაკეტი მიიღო.
"ამერიკის ხმა" ესპანეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს დაუკავშირდა. სწორედ ისინი მოგიყვებიან რა მდგომარეობაა ამ ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებით.
რა მდგომარეობაა კორონავირუსის გამო ამერიკასა და მსოფლიოში. დღევანდელი გადაცემა მთლიანად ამ თემას ეძღვნება.
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 30 დღის განმავლობაში ევროპიდან შეერთებულ შტატებში ფრენები აკრძალა. კორონავირუსის გამო ქვეყნის ზოგიერთ შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 30-ზე მეტ შტატშია დაფიქსირებული. მარიამ უგრეხელიძე დეტალებით.
კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ ქვეყნების უმეტესობა საგანგებო გეგმაზე მუშაოაბს, დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი კი იზრდება; ჰარვი უაინსტინს 23-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს;
კორონავირუსის შესახებ ქართველ ექიმს ამერიკაში, ზურაბ გურულს ვესაუბრეთ. ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი და მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორია.
რატომ არის მნიშვნელოვანი სუპერ სამშაბათი, რას ნიშნავს ის და როგორ გადანაწილდა გასულ კვირას ხმები. მარიამ უგრეხელიძე დეტალებით.
1921 წელს კოჯორთან, წითელარმიელებთან ბრძოლის დროს ახალგაზრდა იუნკრები დაიღუპნენ. მათ შორის წითელი ჯვრის მოწყალების და, 19 წლის მარო მაყაშვილიც. მაროსგან რამდენიმე ნივთი, ფოტო და მისი დღიური დაგვრჩა.
მეტის ჩატვირთვა