ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

100,00-ზე მეტი დაღუპული და 40 მილიონზე მეტი უმუშევარი- კორონავირუსის გავლენა ამერიკაზე


2020 წლის 13 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გამოიყო თანხა ვირუსთან საბრძოლველად და შეიქმნა თეთრი სახლის სპეციალური ჯგუფი, რომელიც კორონავირუსთან გასამკლავებლად დღემდე იბრძვის. ჯგუფს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი ხელმძღვანელობს და მასში ქვეყნის წამყვანი ექიმები და ეპიდემიოლოგები შედიან.

თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის წევრების ნაწილი
თეთრი სახლის კორონავირუსთან მებრძოლი ჯგუფის წევრების ნაწილი

მართალია ქვეყანაში საგანგებო მდომარეობა გამოცხადდა, მაგრამ მარტის შუა რიცხვებში, მაინც ვერავინ წარმოიდგენა იმას, თუ რა მასშტაბის გავლენა ექნებოდა კორონავირუსს ამერიკის მოსახლეობაზე. მაშინ მსოფლიოს ყურადღება ჩინეთსა და იტალიაზე იყო მიპრობილი. აღმოჩნდა, რომ მალე პანდემიის ეპიცენტრი ამერიკა გახდებოდა.

ამერიკაზე კორონავირუსის მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების 30% მოდის. კოვიდ-19-ის შედეგად, ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც ვიეტნამის და კორეის ომებსა და 2001 წლის 11 სექტემბერის ტერორისტული თავდასხმების დროს დაღუპულ ამერიკელთა ერთად აღებულ რაოდენობას აღემატება.

კორონავირუსს მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობაზე არ მოუხდენია გავლენა. მან ზიანი მიაყენა, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონიმიკის სფეროებს.

კორონავირუსი და ამერიკის ეკონომიკა

კორონავირუსის გამო, 40 მილიონზე მეტი ამერიკელი უმუშევარია. რეალური რიცხვი, შესაძლოა, ოდნავ განსხვავდებოდეს ამ მონაცემისგან, ვინაიდან, ის მოსახლეობის მიერ უმუშევრობის კომპენსაციისთვის შევსებულ აპლიკაციებს ეყრდნობა. ასევე, გასულ კვირას ბიზნესების ნაწილი გაიხსნა და მათი ნაწილი, ვინც ამ სიაში გასულ კვირას იყო, ახლა სამსახუში დაბრუნდა. თუმცა, ფაქტია, რომ ამერიკაში უმუშევრობის დონე ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. ქვეყანაში ასეთი მონაცემები 1930-იანი წლებიც დიდი დეპრესიის შემდეგ არ ყოფილა.

მამაკაცი თავისი მაღაზიის წინ, წარწერით: "მაღაზია იკეტება"
მამაკაცი თავისი მაღაზიის წინ, წარწერით: "მაღაზია იკეტება"

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, თებერვალში, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა ყოველწლიური სიტყვით მიმართა კონგრესსა და ხალხს, მან ხაზი გაუსვა, რომ ამერიკაში უმეშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმს უახლოვდებოდა. ტრამპი, რომელიც ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩვენებისთვის ემზადება, განსაკუთრებულ იმედებს, სწორედ ამერიკის ეკონომიკურ წინსვლასა და სიძლიერეზე ამყარებდა. კორონავირუსმა პრეზიდენტს ეს მთავარი და ყველაზე ძლიერი არგუმენტი წაართვა.

პრეზიდენტი გუბერნატორებისგან შტატების გახსნას და ეკონომიკის ამუშავებას მოითხოვს. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. გუბერნატორები თავად წყვეტენ როდის, როგორ და რა გეგმით აამუშაონ საკუთარი შტატები. 50-ივე შტატმა მართლაც დაიწყო აკრძალვების ეტაპობრივი შემსუბუქება, თუმცა კორონავირუსამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

გამოცემა "ვოქსის" ცნობით, უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ე.წ. ღარიბ შტატებშია. ეს ის შტატებია, სადაც მომსახურების ინდუსტრია და ტურიზმი ნაკლებადაა განვითარებული. ასევე უფრო მეტად ზარალდება ის შტატები, სადაც ცოტაა ისეთი სამსახური, რომელიც თანამშომლებს სახლიდან მუშაობის საშუალებას აძლევს.

ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ნაწილი მცირე ბიზნესია. Goldman Sachs-ის ინფორმაციით, ჯერ კიდევ მარტის თვეში, გამოკითხული 1,500 მცირე ბიზნესის მფლობელებისგან, 75% პროცენტი ამბობდა, რომ რამდენიმე თვეში ისინი ვეღარ იარსებებდნენ.

მარტის ბოლოს ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სამომხმარებლო ხარჯები, რაც ამერიკის ეკონომიკის 2/3-ზე მეტს შეადგენს, 13,6%-ით შემცირდა აპრილის თვეში. ეს 1959 წელს ამ მონაცემების დათვლის დაწყებიდან უდიდესი ვარდნაა.

ექსპერტები თვლიან, რომ ამერიკის ეკონომიკის აღგენას წლები დასჭირდება.

კორონავირუსი და ამერიკის ჯანდაცვის სისტემა

ფრენკ ვუჩინსკი და მისი 3 წლის ქალიშვილი, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ამერიკის მთავრობამ ვუჰანის პროვინციიდან სამშობლოში დააბრუნა. მამა-შვილს სავალდებულო კანარტინის გავლა მოუწია. მალევე, ვუჩინსკიმ მთავრობისგან წერილი მიიღო, რომ კარანტინის უზრუნვეელყოფისთვის, მას სახელმწიფოსთვის 4,000 დოლარის გადახდა მოუწევდა.

გაზეთ ნიუ-იორკ თაიმსის მიერ გავრცელებული ამ ისტორიის შემდეგ, და არა მხოლოდ ამ მიზეზით, ამერიკის ჯანდაცვის სისტემა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.

იმის ფონზე, რომ ქვეყანაში 1,77 მილიონი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, ხოლო გარდაცვალების რიცხვმა 100,000-ს გადააჭარბა, სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა რა გავლენას მოახდენს კორონავირუსი ამერიკის ჯანდაცვის სისტემაზე.

მონაცემები შეესაბამება 2020 წლის 29 მაისს
მონაცემები შეესაბამება 2020 წლის 29 მაისს

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ კვალი შესამჩნევი და გრძელვადიანი იქნება. საავადმყოფოები გადაჭედილია პაციენტებით, არ ყოფნით საწოლები და პაციენტებს, ვისაც განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობა არ აქვთ, სახლში უშვებენ სამკურნალოდ.

თუმცა კორონავირუსით დაავადებულების გარდა, რა თქმა უნდა, არსებობენ სხვა ტიპის პაციენტებიც, ვისაც, ასევე ესაჭიროებათ მკურნალობა.

საავადმყოფოების ნაწილმა ყველა გეგმიური პროცედურა, მათ შორის, გულისა და კიბოს სამკურნალოდ გამიზნული ქირურგიული ოპერაციებიც გადადო. ამ ოპერაციებს ორმხრივი მნიშვნელობა აქვს. ისინი აუცილებელია პაციენტების სამკურნალოდ და ასევე, წარმოადგნენ საავადმყოფოს შემოსავლის დიდ ნაწილს. ამის გარეშე, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან თანამშრომლების ნაწილი დროებით სახლში გაუშვან.

სამედიცინო კონსულტაცია ვიდეო ზარის მეშვეობით
სამედიცინო კონსულტაცია ვიდეო ზარის მეშვეობით

თუმცა, პანდემიამ გარკვეული დადებითი გავლენაც მოახდინა ამერიკის ჯანდაცვის სისტემაზე. ე.წ. ტელემედიცინა, ანუ სახლიდან გაუსვლელად პაციენტების გამოკითხვა და სამედიცინო დახმარების მიღება სულ უფრო ხელმისაწვდომი და პოპულარული ხდება.

ტელემედიცინის პოპულარიზაცია კორონავირუსის პანდემიის ფონზე გააქტიურდა. მედიკოსები მოსახლეობას დღემდე მოუწოდებენ დარჩნენ სახლში და ჯერ ონლაინ, ტელემედიცინის საშუალებით დაადგინონ საჭიროა თუ არა მათი საავადმყოფოში მისვლა. ეს, როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მარტის თვეში, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ტელემედიცინას იყენებდა 50%-ით გაიზარდა. პანდემიამდე პერიოდში, ტელემედიცინას 10-დან მხოლოდ 1 პაციენტი მიმართავდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები 356,000-ს სცდება. ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 5,7 მილიონზე მეტია, აქედან 30% ამერიკაზე მოდის.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG