ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში, საქართველოზე წარდგენილ კანონპროექტს კონგრესში გაფრთხილებად და მუქარად აღიქვამენ


ამერიკის წარმოამდგენელთა პალატამ საქართველოსთვის 2021 წელს გამოყოფილი თანხის რაოდენობა და ამ თანხის გაცემის წინაპირობა დაასახელა. საუბარია 132 მილიონზე მეტ ამერიკულ დოლარზე, რომელიც ქვეყანას რამდენიმე მიმართულების გასაძლიერებელად და დასახმარებლად უნდა გადაეცეს. თუმცა კანონპროექტში, ნათქვამია, რომ ამ თანხის 15% არ გადაეცემა საქართველოს მანამ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, არ წარადგენს ანაგრიშს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე მიმართულებით. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა მთავრობაში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კერძო სექტორის საქმიანობაში კანონის უზენაესობის დაცვა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროების გამორიცხვა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.

ასე რომ, ეს არის გაფრთხილება, მუქარა, რომ თუ არაფერი შეიცვლება ამას თავისი შედეგები ექნება


რას ნიშნავს ამერიკის წარომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი კანონპროექტის წარდგენა და კარგავს, თუ არა საქართველო ფულად დახმარებასთან ერთად ამერიკის, სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერასაც?

სტივენ ბლენკი საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან, თვლის, რომ ეს კანონპროექტი ამერიკის მხრიდან გაფრთხილება, ერთგვარი მუქარაა საქართველოს ხელისუფლებისთვის. მისი თქმით, ეს კანონოპროექტი ერთგვარი გამოძახილია იმისა, რა პრობლემა და უკმაყოფილებაც დაგროვდა ქვეყანაში და რასაც ქართველები აპროტესტებდნენ.

„იმან, რაც საქართველოში ხდება და რის შესახებაც საზღვარგარეთ

ყველა იმ ნაბიჯმა, რომელიც საქართველომ დემოკრატიის გზაზე უკან გადადგა, ამ კანონპროექტში მოიყარა თავი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ის არ დამტკიცებულა, მაინც, ეს არის კონგრესში არსებული შეშფოთების ინდიკატორი


ვრცელდება ინფორმაცია, ბევრი ადამიანი კონგრესში შეაშფოთა და აფიქრებინა, რომ საქართველოში დემოკრატია წინ ვერ მიდის. ასე რომ, ეს არის გაფრთხილება, მუქარა, რომ თუ არაფერი შეიცვლება, ამას თავისი შედეგები ექნება“, გვითხრა ბლენკმა.

ექსპერტი თვლის, რომ ვიდრე დოკუმენტი კანონად არ იქცევა, ის ამერიკის მხრიდან პოლიტიკის ნაწილად ვერ განიხილება, თუმცა კონგრესში შეშფოთება სახეზეა:

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და არა კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ვერ ვიტყვით ეს რომ პოლიტიკის ნაწილია. ნათელია, რომ წარმომადგენელთა პალატის წევრები გაწბილებულები არიან იმით, რომ პომპეო არ გამოვიდა და არ თქვა, რომ საქართველო დემოკრატიას აშენებს“, ამბობს ბლენკი.

გაფრთხილებად და ამერიკის კანონმდებლების მხრიდან უკმაყოფილების ნიშნად მიიჩნევს კანონპროექტს კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

„ ჩემთვის ეს სიგნალია. ბოლო რამდენიმე თვეა ვხედავთ, რომ კონგრესმენები და სენატორები წერილებს წერენ საქართველოს მთავრობას. ყველა იმ ნაბიჯმა, რომელიც საქართველომ დემოკრატიის გზაზე უკან გადადგა, ამ კანონპროექტში მოიყარა თავი და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ის არ დამტკიცებულა, მაინც, ეს არის კონგრესში არსებული შეშფოთების ინდიკატორი. ეს კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკულია საქართველოსთვის. თუ ოქტომრბის არჩევნები კარგად ჩატარდება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ანგარიშისთვის, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი მოამზადებს,“ გვითხრა ინტერვიუს დროს იალოვიცმა.

კანონპროექტში გამონაკლისებზეცაა საუბარი. დოკუმენტში წერია, რომ არ შეიძლება დაფინანსება შეუწყდეს იმ პროგრამებს, რომლებიც მუშაობენ და ხელს უწყობენ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებას, ან მიმართული არიან გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებაზე. კანონპროექტში საუბარია იმაზეც, ამერიკა ფულად დახმარებას არ მისცემს ისეთ ქვეყნებს, რომლებსაც აღიარებული აქვთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებთ.

1992-იდან 2020 წლის ჩათვლით, ამერიკამ საქართველოს დახმარების სახით ჯამში 4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG