სიტყვიერი შეურაცხყოფა, ერთმანეთისთვის სიტყვის გაწყვეტა და ბრალდებები- ასე შეიძლება მოკლედ დავახასიათოთ 2020 წლის პირველი საპრეზიდენტო დებატები. პირველი საპრეზიდენტო დებატების მთავარი თემებისა და შეფასებების შესახებ, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.
ამერიკა 2020 წლის პირველი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება; სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს; კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, მსოფლიოში, მილიონს უახლოვდება;
„ქალების ადგილი არის ყველგან,სადაც გადაწყვეტილება მიიღება“, - აშშ რუთ გინსბურგს დაემშვიდობა, უზენაესი სასამართლოს წევრს, რომელიც ლიბერალურად განწყობილი მოქალაქეებისა და ფემინისტების მისაბაძ მაგალითად იქცა.მისი ხმა მნიშვნელოვანი იყო იმ გადაწყვეტილებების მიღებისას,რომლებიც ამერიკელთა ცხოვრებას ცვლიდა.
"მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ეს ჩემი ბედია, ჩემი მისიაა და გაჩერების უფლება არ მაქვს" - ეს სიტყვები სვიატლანა ციხანუსკაიას, ბელარუსის ოპოზიციიის ლიდერს ეკუთვნის. მასთან ერთად ქვეყანაში ცვლილებებისთვის კიდევ ორი ქალი იბრძვის. მარიამ უგრეხელიძე გიამბობთ ბელარუსი ქალების პოლიტიკურ ბრძოლაზე.
ვაშინგტონში "აბრაამის შეთანხმებას" მოაწერეს ხელი; "პიუს" კვლევა ამბობს რომ "ტრამპის პრეზიდენტობის დროს, აშშ-ის გლობალური იმიჯი შეილახა"; ესპანეთი კორონავირუსის გამო კარანტინის ზომებს ამკაცრებს;
კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით იზრდება; ამერიკის სენატში პანდემიით დაზარალებულთა ფინანსური დახმარების პაკეტს უყრიან კენჭს; ლავროვი გერმანიის მოთხოვნებით ნავალნის საქმესთან დაკავშირებით უკმაყოფილოა; ტრამპს ნავალნის საქმეში ჩახედვისკენ მოუწოდებენ;
საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 4 წელიწადში ერთხელ ამერიკაში პარტიების ეროვნული ყრილობები იმართება,სადაც პარტიები თავიანთ კანდიდატებს ოფიციალურად ასახელებენ. წლევანდელი ყრილობები უკვე შევიდა ისტორიაში. რით იყო გამორჩეული და ხდებოდა წლევანდელ კონვენციებზე. დეტალებით, მარიამ უგრეხელიძე.
რესპუბლიკელების და დემოკრატების ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიება- პარტიების ეროვნული ყრილობა, ე.წ კონვენცია დასრულდა. რით იყო გამორჩეული და ისტორიული წლევანდელი ყრილობები; ამერიკელი მკვლევარები თვლიან, რომ ფოსტით ხმის მიცემა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში უზუსტობას არ გამოიწვევს;
ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა. მისი არჩევანი კამალა ჰარისია. კალიფორნიელი სენატორი, რომელიც პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად თავადაც იბრძოდა. ჰარისი ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალია, ვინც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს
ვაშინგტონში გასული კვირის განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები კეთდებოდა; მინსკში საპროტესტო აქციები გრძელდება-პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია; ნიუ-იორკში საკულტო საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველისთვის ისევ გაიხსნა;
რა ეტაპზეა ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვაქცინის გამოცდა; გაიცანით ამერიკის პირველი ლედობის კანდიდატები - მელანია ტრამპი და ჯილ ბაიდენი.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა. რატომ სურს პრეზიდენტს ნოემბრის არჩევნების გადადება და აქვს თუ არა მას ამის უფლება? "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი, მარიამ უგრეხელიძე საუბრობდა ამ თემაზე "მაესტროს" პირდაპირ ეთერში.
მეტის ჩატვირთვა