ჟურნალისტი თემურ კიღურაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გასაშუქებლად ცხინვალში ჩასული ტყვედ ჩავარდა. ოსმა სამხედროებმა თემური დაჭრეს, მისი მეგობრები საშა კლიმჩუკი და გრიგოლ ჩიხლაძე კი ჩაცხრილეს. "ამერიკის ხმასთან" საუბარში ის 13 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს.
"ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დატოვებას და ოპოზიციის პასუხს, აფასებენ ვაშინგტონში. კონგრესმენები, სენატორები და ექსპერტები ვაშინგტონიდან მოუწოდებენ მხარეებს დაუბრუნდნენ მიშელის შეთანხმებას. "ამერიკის ხმის" პირდაპირი ჩართვა "ტვპირველის" ეთერში.
ქართული არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები გასულ კვირას ვაშინგტონში შეხვედრებს მართავდნენ. ისინი კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს, გავლენიანი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების და ლექსო ლაშქარავას საქმის შესახებ ესაუბრებოდნენ
''მთავრობის და კონკრეტულად, პრემიერმინისტრის პასუხი ამ ყველაფერზე არის ამაზრზენი და სამარცხვინო." რას ამბობენ ვაშინგტონში 5 ივლისის მოვლენებზე, ოპერატორის გარდაცვალებასა და ხელისუფლების რეაქციაზე
ივნისში ბრიუსელი ნატოს სამიტს უმასპინძლებს. იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსის წევრები "რუსეთის აგრესიულ ქმედებებსაც" განიხილავენ. სამიტის მოლოდინები - გადადგამს მორიგ ნაბიჯს ნატო საქართველოსა და უკრაინის მიმართულებით? ინტერვიუ “ტრუმენის ეროვნული უსაფრთხოების პროექტის" მკვლევარ რეიჩელ რიზოსთან
პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესისა და ერისადმი პირველი მიმართვისას ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები ერთ კონტექსტში ახსენა - როგორც ავტორიტარი მმართველები. ვაშინგტონში სულ უფრო მეტად შიშობენ, რომ რუსეთ-ჩინეთის გაუმჯობესებული კავშირები ამერიკის უსაფრთხოებისთვის სარისკოა.
ამერიკა პირბადეს ემშვიდობება - სრულად ვაქცინირებული ადამიანები ნიღბის ტარებისგან თავისუფლდებიან. მათ აღარც დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ. ბოლო სიახლეები კოვიდ პანდემიის შესახებ ვაშინგტონიდან.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2" აქტუალობას არ კარგავს და ამერიკასა და რუსეთს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. რატომ არის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ საფრთხე დემოკრატიებისთვის და შეუძლია თუ არა მისი შეჩერება ამერიკას? თემის დეტალებით, ჩემი კოლეგა მარიამ უგრეხელიძე:
მეტის ჩატვირთვა