ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში მელიას გათავისუფლებას მიესალმებიან და "ენმ"-ს პარლამენტში შესვლას ურჩევენ


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ რამდენიმესაათია, რაც რუსთავის საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მელიას გირაოს თანხა, 40,000 ლარი, ევროკავშირმა გადაიხადა. ევროკავშირივე იყო ჩართული მელიას გათავისუფლების საკითხისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

„ვიმედოვნებ, რომ ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლება, კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ნული შედეგის პოლიტიკის დასრულებისკენ და იმის დასაწყისიკენ, რომ საქართველოს პარლმენტმა სრულადი მუშაობა შეძლოს",- ამბობს კენეტ იალოვიცი.

გათავისუფლებისთანავე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს.

„მადლობას გადავუხდი და რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ღვაწლი, მონდომება და ძალისხმევა ამ პროცესში. მადლობას ვუხდი მე მას, როგორც ადამიანს, ამას აქვს თავისი მიზეზები, რატომაც ამას ასე ხაზს ვუსმევ. და მის პროფესიონალიზმსაც. ამიტომ, მადლობა მინდა გადავუხადო კარლ ჰარცელს. ბუნებრივია, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს მას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მათ შორის, მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს“, - განაცხადა მელიამ.

მელიას გათავისუფლებას და ევროკავშირის როლს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მცდელობასთან დაკავშირებით, მიესალმებიან ვაშინგტონშიც. „ამერიკის ხმასთან“ საუბრის დროს, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ მელიას გათავისუფლება უნდა იყოს ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისკენ და იმ პოლიტიკის დასრულებისკენ, რომლის შედეგადაც არც ერთი მხარე მოგებული არაა.

„ვიმედოვნებ, რომ ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლება, კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოში ნულოვანი შედეგის პოლიტიკის დასრულებისკენ და იმის დასაწყისისკენ, რომ საქართველოს პარლამენტმა სრულად მუშაობა შეძლოს. საქართველოს ბევრი ამერიკელი მეგობარი იყო შეშფოთებული ბოლო დროს პოლიტიკური ჩიხით, პოლარიზაციითა და ნეგატიური რიტორიკით ორივე მხრიდან. ევროკავშირმა ძალიან კონსტრუქციული როლი ითამაშა და მისცა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს შანსი, რომ თვალი გაესწორებინათ კრიტიკული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადო პრობლემებისთვის“, - ამბობს ელჩი იალოვიცი.

„საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმომხილველი, ლუის ნავარო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის მიერ გაწეულ სამუშაოს უკავშირებს.

„ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს შანსი არ დაიკარგება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დაბრუნდება, რათა აუცილებელი სამუშაოები საარჩევნო და იურიდიულ რეფორმებზე, გაგრძელდეს“,- ამბობს იალოვიცი. 

„მელიას გათავისუფლება არის კიდევ ერთი დემონსტრაცია იმისაა, თუ რა ინვესტიცია ჩადო ევროპამ იმისთვის, რომ დახმარებოდა დემოკრატიას საქართველოში. ის [ევროპა] ამას ეცადა სასამართლოს პოლიტიზირების შემცირებისა და მთავრობასა და ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას შორის ნულოვანი შედეგის პოლიტიკის დასრულების მედიაციის მცდელობით“, - ამბობს ნავარო.

დასავლეთის ჩართულობას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, მნიშვნელოვან და აუცილებელ მოვლენად მიიჩნევს ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარი. ის ამბობს, რომ საქართველომ, როგორც ამერიკისა და ევროკავშირის პარტნიორმა, დასავლეთისგან ყველა საჭირო დახმარება უნდა მიიღოს. „საქართველო ამერიკისა და ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ვაშინგტონმა და ბრიუსელმა უნდა განაგრძონ საჭირო დახმარება და ჩართულობა საქართველოს ოფიციალურ პირებთან ყველა პარტიიდან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირთან, რათა პროგრესს შეუწყონ ხელი“, - თქვა კაცმა.

თუმცა, მიუხედავად ევროკავშირისა და ამერიკის მიერ გაწეული სამუშაოსა და პარტიების ნაწილის პარლამენტში შესვლისა, ლუის ნავაროს „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადადგმული ნაბიჯები აშფოთებს. მისი თქმით, „მთავრობის მიერ შეტანილი ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში და 19 ივნისის მოვლენებში დამნაშავეთა ამინისტიის შეთავაზება, ისევე, როგორც „ენმ“-ს განგრძობითი უარი შევიდეს პარლამენტში, გვაჩვენებს, რომ ორივე მხარე ბევრად უფრო ერთგულები არიან ბიძინა ივანიშვილისა და მიშა სააკაშვილის, ვიდრე იმის ერთგული, რომ დაეხმარონ ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე სიარულში".

„მელიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დამამცირებელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ „ენმ“ პარლამენტში შევა",- ამბობს ჯონათან კაცი

საპატიმროს დატოვების შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ჟურნალისტებმა მელიას დაუსვეს, სწორედ პარლამენტში მისი პარტიის შესვლაზე იყო. თუმცა მელიამ თქვა, რომ ამასთან „ამბივალენტური“ დამოკიდებულება აქვს და ზუსტ პასუხს, მხოლოდ საკუთარ პარტიასთან და პარტნიორებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ იტყვის.

კენეტ იალოვიცი თვლის, რომ „ენმ“ პარლამენტში უნდა შევიდეს, ვინაიდან ეს ქვეყანაში გასატარებელი რეფორმებისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულად ფუნქციონირებისთვისაა მნიშვნელოვანი.

„ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს შანსი არ დაიკარგება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დაბრუნდება, რათა აუცილებელი სამუშაოები საარჩევნო და იურიდიულ რეფორმებზე გაგრძელდეს“, - ამბობს იალოვიცი.

იალოვიცის აზრს იზიარებს ჯონათან კაციც. მისი თქმით, პოლიტიკურმა კრიზისმა „საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატია და ევრო-ატლანტიკური მომავალი სერიოზულად შეარყია“, ამიტომ ქვეყნის პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, „ენმ“-მა პარლამენტიდან უნდა გააგრძელონ საქართველოს მომავლისთვის ბრძოლა.

„ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობასმოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დანარჩენი ოპოზიცია მიწვეულია შეთანხმებაში შესასვლელად“. 

„მელიას გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დამამცირებელი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისკენ. იმედს ვიტოვებ, რომ „ენმ“ პარლამენტში შევა. ქართველი პოლიტიკოსები ორივე მხრიდან, მათ შორის „ენმ“-დან პარლამენტში უნდა იყვნენ და ფოკუსირდნენ ევროკავშირისა და ამერიკის მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე“, - ამბობს „გერმანიის მარშალის ფონდის“ მკვლევარი.

ლუის ნავარო კი თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში თავიდანვე უნდა შესულიყო. ასე მთავარი ოპოზიციური პარტია, საქართველოს მთავრობას არ მისცემდა მათით მანიპილირების ბერკეტს.

„ვფიქრობ, ევროკავშირის მიერ ინიცირებული დოკუმენტის წარმატება, მათ შორის, ახალი არჩევნებისთვის უპრეცენდენტო მექანიზმის [დოკუმენტში] შეტანა და რურუას და მელიას გათავისუფლება „ენმ“-სთვის გამარჯვების გამოსაცხადებლად და პარლამენტში შესასვლელად საკმარისი უნდა ყოფილიყო. ხოლო მოვალეობების შესრულების ვალდებულება მთავრობას დაეკისრებოდა. ამის მაგივრად, წინაპირობების წამოყენებით, მათ [„ენმ“] ფაქტობრივად, უარი თქვეს ევროკავშირის მონაწილეობაზე და მთავრობას წინააღმდეგობისთვის ალიბი მისცეს,“ - აცხადებს ნავარო.

განცხადება მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით გააკეთა, ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმაც. მან თავის "ტვიტერის" გვერდზე დაწერა, რომ „ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, რაც მხარეებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს და ხელს შეუწყობს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე პარლამენტს საქართველოში. დანარჩენი ოპოზიცია მიწვეულია შეთანხმებაში შესასვლელად“.

დღეს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ თქვა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შევიდეს პარლამენტში. გაითვალისწინებს თუ არა, მელია და მისი პარტია დასავლელი პარტნიორების რჩევებს, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG