ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელები ლიზ ჩეინის წინააღმდეგ


ცენტრში რესპუბლიკელი ლიზ ჩეინია. მის უკან კი, მარცხნივ - რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკკართი. 2018 წ.
ცენტრში რესპუბლიკელი ლიზ ჩეინია. მის უკან კი, მარცხნივ - რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ მაკკართი. 2018 წ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა კევინ მაკკართიმ, საჯაროდ დაუჭირა მხარი მნიშვნელოვან ცვლილებას პალატის რესპუბლიკელ ლიდერთა შემადგენლობაში. მან ნომერ მესამე ლიდერის პოსტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ელიზ სტეფანიკს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.

ეს პოსტი დღემდე ლიზ ჩეინის უკავია, ყოფილი პრეზიდენტის ცნობილ კრიტიკოსს, რომლის გადარჩევასაც სწორედ ტრამპის საჯარო კრიტიკას უკავშირებენ. კენჭისყრა მის გადარჩევასთან დაკავშირებით შეიძლება ამ ოთხშაბათს გაიმართოს.

აქამდე ლიზ ჩეინი წარმომადგენელთა პალატაში უმაღლესი რანგის რესპუბლიკელი ქალი კანონმდებელი იყო. ის ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილია.

ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში კონგრესმენმა კევინ მაკკართიმ თქვა, რომ ეს რესპუბლიკელთა წინსვლისთვის და ერთობისთვის აუცილებელი ნაბიჯია. მისი განცხადებით, პარტიის ლიდერების ფოკუსი ახლა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი ყოველდღიური პრობლემებისკენ უნდა იყოს მიმართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG