ეკა მაღალდაძე
ეკა მაღალდაძე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის მულტიმედია ჟურნალისტია 2017 წლიდან. 2009-2013 წლებში ეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით სწავლობდა. 2016 წელს დაამთავრა „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ – GIPA-ს მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა. 2012 წლიდან მუშაობდა გამოცემა „ლიბერალში.“ აშუქებდა გარემოს, ენერგეტიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვა სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ახალ ამბებს. სხვადასხვა დროს იყო წამყვანი და პროდიუსერი რადიო „შოკოლადსა“ და რადიო GIPA-ში. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ტრენინგსა თუ პროექტში, მუშაობდა დოკუმენტურ ფილმებზე და არის ჟურნალისტური კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული.
ავტორი ეკა მაღალდაძე
-
მაისი 28, 2024
მილერი: აშშ გმობს საქართველოს პარლამენტის დღევანდელ ნაბიჯს