მედიის თავისუფლების ხარისხი 2013 წელს შეერთებულ შტატებშიც მნიშვნელოვნად შემცირდა
"რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს" მონაცემებით, მსოფილიოს ცხელი წერტილების ქვეყნები - ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და აზია პრესის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველაზე უარეს რეგიონებად დასახელდნენ. ჟურნალისტების უფლებების დაცვის ჯგუფის ცნობით, გასულ წელს შეერთებულ შტატებშიც კი მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო მედიის თავისუფლების საკითხში.
"რეპორტიორების საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ სირია ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის იქ არსებული თითქმის სამწლიანი დაპირისპირების გამო, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარეობს.
ამერიკული ბიუროს ხელმძღვანელი, დელფინ ჰელგენდი ამბობს, რომ 180 ქვეყანას შორის სირია მედიის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა.
მისი განცხადებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 130 საინფრომაციო საშუალების წარმომადგენელზე მეტი მოკლეს სირიაში მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში იქ კონფლიქტი დაიწყო, 45 ჟურნალისტი მარტო გასულ წელს დაიღუპა. ამას გარდა თითქმის 16 უცხოელი ჟურნალისტი და მედიის 26 წარმომადგენელი ამ დროისთვის დაპატიმრებულია, გატაცებული ან გაუჩინარებული.
როგორც სხვაგან, ჰეგლენდი ამბობს რომ "ძალადობის პრივატიზება" პრობლემას ასევე რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაშიც წარმოადგენს.
მისი თქმით, მედიის წინააღმდეგ ძალადობა ძირითადად არასახლემწიფო დაჯგუფეფებიდან მომდინარეობს. ეს პრობლემა აფრიკის ბევრ ქვეყანაშია ასეთი დაჯგუფებებია მაგალითად M23 კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ან ალ-შაბაბის დაჯგუფება სომალიში.
"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყნებს იმ ფაქტორების მიხედვით განიხილავს, როგორიცაა გამჭირვალობა, მედიის დამოუკიდებლობა და პრესის შეზღუდვის ხარისხი.
მასში საუბარია იმაზე, რომ ხელისუფლება ცდილობს სოციალურ მედიას და ბლოგერებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ამ ფაქტორმა ვიეტნამის დაბალ მაჩვენებელზე იქონია გავლენა, რომელიც მედიის თავისუფლების ინდექსით 174 -ე ადგილზეა.
ვიეტნამის ახალგაზრდა დემოკრატიული მოძრაობის თანადამფუძნებელი, ჰუნგ ნგუენი ამბობს, რომ რამდენიმე მისი ბლოგერი მეგობარი დააპატიმრეს, ვინაიდან სოციალურ მედიაში აქტიურობდნენ და საკუთარ შეხედულებებს გამოხატავდნენ.
მისი განცხადებით, სოციალურ მედიასთან დაკავშირებული სირთულე ის არის, რომ ხელისულფება აკონტროლებს იმ ადამიანებს, რომლებიც სხვებთან ერთად სოციალურ მედიაში განიხილავენ სამოქალაქო უფლებების საკითხებს. ამიტომაც ვიეტნამის ხელისუფლებამ ძალიან დიდი ფოკუსირება მოახდინა ამ მიმართულებით და ინტერნეტის თავისუფლებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დააწესა.
ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ განგაშის ამტეხ ადამიანებზე და ფარული ინფრომაციის გამავრცელებელ წყაროებზე ხელისუფლების ზეწოლამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის ჩამოქვეითებაში, 13 პოზიციით. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა მედიის თავისუფლების კუთხით 46 ადგილზეა.
ჯგუფმა ასევე მაგალითად მოიყვანა სამხედრო დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსის ბრედლი მენინგის საქმეც, რომელსაც ვიკილიქსისთვის გადაცემული მასალების გამო 35 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსის" საგამოძიებო ჟურნალისტიკის რეპორტიორი ჯეიმს რაიზენი კომენტარს აკეთებს ამერიკის ახალი ინდექსის შესახებ.
მისი აზრით 2013 წელი მედიის თავისუფლების კუთხით შეერთებულ შტატებში ყველაზე ცუდი წელი იყო. ეს ჟურნალისტებზე ზეწოლის, ობამას ადმინისტრაციის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ხელისუფლებაზე ზეწოლის შედეგია, რომ ლიმიტირებულ იქნას იმ ინფორმაციის რაოდენობა და შინაარსი, რომელიც საზოგადოებისთვის უნდა იქნას მიწოდებული.
ორგანიზაციის-"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ინფორმაციით პანამა, დომინიკის რესპუბლიკა, ბოლივია და სამხრეთ აფრიკა იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდნენ, რომლებმაც გასულ წელს მედიის თავისუფლების კუთხით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.