ირანში დაპატიმრებული გერმანელი ჟურნალისტები ოჯახის წევრებს შეხვდნენ. რეპორტიორები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი სიკვდილმისჯილი ქალის ქვებით ჩაქოლვის გაშუქებას ცდილობდნენ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განახადა, რომ დაპატიმრებულების ოჯახის წევრებთან შეხვედრა გუშინ ქალაქ თავრიზის ციხეში შედგა.
ირანის ხელისუფლებამ ორი გერმანელი ჟურნალისტი ოქტომბერში დააპატიმრა. მათ ქვეყანაში ტურისტული ვიზებით შესვლა ედებათ ბრალად, მას შემდეგ რაც ჟურნალისტური აკრედიტაცია ვერ მოიპოვეს.