რყევები მსოფლიო ბაზრებზე

რყევები მსოფლიო ბაზრებზე

საშიშროებამ, რომ საბერძნეთი გასულ წელს აღებული ფინანსური ვალდებულების შესრულებას და ვალის დროულად გადახდას ვერ შეძლებს, მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები და ევროს კურსის დაცემა გამოიწვია. რყევები დაფიქსირდა აზიის საფონდო ბირჟებზეც. კერძოდ ჰონგ კონგის ინდექსი ოთხი პროცენტით დაეცა. ასევე ოთხი პროცენტით დაცემულია ევროპული ინდექსები. საბანკო ბაზრებზე საბერძნეთის შესაძლო დეფოლტმა მნიშვნელოვნა იმოქმედა. საბერძნეთის მოსალოდნელმა გაკოტრებამ გავლენა მოახდინა ნავთობის ბაზარზე და ერთი ბარელის ფასი 2 დოლარით დაეცა.