ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება


საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება
საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მომავალი თვიდან საბერძნეთს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას ვალის დაბრუნების მხრივ.

ამ ფონზე, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც პოლონეთში გასულ კვირას საგანგებო სესიას უმასპინძლეს, აღნიშნეს, რომ ოფიციალური ათენის მიერ დახმარების პაკეტის მეორე ტრანშის მიღება პირდაპირ იქნება დამოკიდებული საბერძნეთის მთავრობის უნარზე-ფინანსების ხარჯვას კონსერვატიულად მიუდგეს.

ევროკავშირის ეკონომიკური საკითხების კომისარმა ოლი რენმა, ამასთან დაკავშირებით კერძოდ განაცხადა:

„ტექნიკური გადასახედიდან, ჩვენ ყველანაირი შანსები გვაქვს გადაწყვეტილება მეორე ტრანშის შესახებ ოქტომბერში გამოვიტანოთ და იმავე თვეს გადავურიცხოთ ათენს ეს ფული. თუმცა, ჩვენი პირობა უცვლელია: ვითხოვთ, რომ საბერძნეთის მთავრობამ კრედიტორების წინაშე ყველა ფისკალური და სხვა ვალდებულებები დააკმაყოფილოს. ახლა ყველაფერი სწორედ საბერძნეთის მთავრობაზეა დამოკიდებული.“

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მიერ ვალის გადაუხდელობის ეჭვებმა ფინანსურ ბაზრებზე ბოლო პერიოდში არსებული არასტაბილურობა განაპირობა. თუმცა ევროპის ცენტრალური ბანკების მიერ საბანკო სექტორში დამატებითი ფულადი სახსრების შედინების ხელშეწყობის შემდეგ, ფინანსური ბაზრების მერყეობა ნაწილობრივ შესუსტდა. ეს ნაბიჯები, ისევე როგორც ევროპის უმხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გადაწყვეტილება-ყველაფერი გაკეთდეს ევროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად-ევროპის კონტინენტის ფინანსურ სიჯანსაღეს განაპირობებს.

ამასთან დაკავშირებით, აი რა თქვა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა:

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს ევროს სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ნებისნმიერი რამ, რაც ამ მიზნის წინააღმდეგ მიდის, თავიდან უნდა ავიცილოთ.“

ამერიკის ხაზინის მდივანმა ტიმოთი გეიტნერმა, კი რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრებს პოლონეთში, ევროპელ ლიდერებს აქტიურობისკენ მოუწდა და თქვა, რომ ვალის კრიზისის საკითხების მოგვარებისას პოლიტიკური კინკლაობა მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს.

საბანკო საკითხების ანალიტიკოსი მარკ მეთიუსი „ამერიკის ხმას“ ეუბნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან განხორციელებული დამატებითი ზეწოლა ევროპულ ქვეყნებზე ევროპაში შესაძლო ფინანსური კრიზისის შესახებ მზარდ შიშს ასახავს:

„ამერიკა და საერთაშორისო სავალუტო ფონდი თითქოს ეუბნებიან ევროპელებს, რომ მათ თუ თავიანთი პრობლემები არ მოაგვარეს, მთელს მსოფლიოს ჩაითრევენ კრიზისში მათივე უმოქმედობის გამო. ამით ისინი იმუქრებიან კიდევაც, რომ ფულს არ გაიღებენ ფინანსური დახმარების პაკეტის შევსებაში.“

მიუხედავად ევროპელი მინისტრების მხრიდან ახალი ინიციატივების ნაკლებობისა, აზიასა და ამერიკაში აქციების ფასმა პოლონეთის შეხვედრის შემდეგ მოიმატა იმ იმედით, რომ პოლიტიკოსები შეთანხმების მიღწევას შეძლებენ კონტინენტის ვალის პრობლებასთან ბრძოლის გზაზე.

XS
SM
MD
LG