ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროზონის მომავალი


ევროზონის მომავალი
ევროზონის მომავალი

1999 წელს თერთმეტ ევროპულ ქვეყანაში ახალი ფულადი ერთერული ევრო შემოიღეს. ამჟამად ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 17 ევროზონაში იმყოფება.

ევრო დიდი ხანია ინარჩუნებს მდგრადობას დოლართან და სხვა ვალუტასთან მიმართებაში, მაგრამ ეკონომიკურმა ზრდამ ევროზონის ქვეყნებში აპრილიდან ივნისამდე მხოლოდ პროცენტის ორ მეათედი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ნახევარი გერმანიაზე მოდის, რომელიც დღესდღეობით ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკად ითვლება .

ირლანდია, პორტუგალია და საბერძნეთი გადარჩენას ითხოვენ. საბრძნეთმა კი უკვე ორჯერ მიიღო საგანგებო კრედიტი. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში დავალიანება და სხვა ეკონომიკური პრობლემები შეშფოთებას იწვევს. გასულ კვირას ევროპის ცენტრალურმა ბანკმა იტალიისა და ესპანეთის 30 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის უსაფრთხოება შეისყიდა.

თუმცა იტალიასა და ესპანეთს რეცესიიდან გამოსვლისთვის კიდევ დიდი დრო დასჭირდებათ. სამთავრობო ვალის შეძენით მათი კრედიტუნარიანობა გაიზარდა, მაგრამ სავარაუდოდ ევროპის ცენტრალურ ბანკს კვლავ მოუწევს დახმარების გაწევა.

გასულ სამშაბათს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი პარიზში შეხვდნენ ერთმანეთს. მხარეებმა განიხილეს ევროპის საერთო ეკონომიკური მმართველობის ჩამოყალიბების იდეა, ასევე საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკა. თავის მხრივ ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ „მას სურს გერმანიისა და საფრანგეთის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ფისკლალური ინტეგრაციის საკითხში," რაზეც პრეზიდენტმა სარკოზიმ მზადყოფნა გამოაცხადა.

მათი ახალი გზავნილი „ ნამდვილ ევროპულ ეკონომიკურ მმართველობაში“ მდგომარეობს. მასში ევროზონის 17 ქვეყანა შევა და ევროკავშირის პრეზიდენტის ზედამხედველობით იმუშავებს. ამჟამად ამ თანამდებობას ბელგიელი ჰერმან ვან რომპოი იკავებს. ჯგუფი სულ ცოტა წელიწადში ორჯერ უნდა შეიკრიბოს.

პირველი და მთავარი მიმართულება ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტების დეფიციტის კონტროლი იქნება. კანონის თანახმად ევროკავშირის ქვეყნის დეფიციტმა არ უნდა შეადგინოს ამ ქვეყნის ეკონომიკის 3 პროცენტზე მეტი. თუმცა მრავალი ქვეყნის და მათ შორის საფრანგეთის დეფიციტიც ამ ნიშნულს აღემატება.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ორი ქვეყნის მეთაურმა განიხილა, ევროპაში გადასახადების და ფინანსური გარიგეგბის საკითხებია. ამასთან მხარეებმა ევრობონდების გამოშვების იდეა არ მოიწონეს. მათი აზრით, ეს იქნება კრედიტები რომელსაც გარანტად ყველა ევროპული ქვეყანა უნდა დაუდგეს და არა ის ქვეყენა, რომელიც საჭიროებს მათ.

მოლაპარაკებების შემდეგ წამოყენებული წინადადებები ევროკომისიამ მოიწონა და ის ამ წინადადებების დაკანონებას და ძალაში შესვლას შეუწყობს ხელს. ოთხშაბათს ევროკავშირის პრესპიკერმა ოლივერ ბეილიმ განაცხადა, რომ საერთო ეკონომიკური მმართველობა წინ გადადგმული ნაბიჯია

ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ საჭიროა ეკონომიკური და სავალუტო კავშირების ეკონმიკური მოძლიერება. ის რაც კრიზისის შემდეგ ხდება და ის რაც სარკოზი-მერკელის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა გასულ სამშაბათს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან.“

ამ ფონზე ჩნდება კითხვა, სურს თუ არ აევროპის ყველა სახელმწიფოს დათმოს საკუთარი მმართველობის სადავეები და საკრედიტო დავალიანების პრობლემას ერთიანი ძალით ებრძოლოს.

XS
SM
MD
LG