ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო კოლეგიამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამოაცხადა.
ასევე ნახეთ: რა აკავშირებს ჯო ბაიდენს საქართველოსთან?ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის, მინიმუმ საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაზე მეტი სჭირდებათ. ჯო ბაიდენმა 306 ხმა დააგროვა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი 232.
ასევე ნახეთ: ამერიკის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებსრამდენიმე კვირის წინ, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის არჩევნების შედეგებს მას შემდეგ აღიარებდა, როცა საარჩევნო კოლეგია გამოაცხადებდა საკუთარ გადაწყვეტილებას. ამ დრომდე ამერიკის მოქმედი, 45-ე პრეზიდენტი არ აკეთებს განცხადებას აღიარებს თუ არა მარცხს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 3 ნოემბრიდან მოყოლებული, პრეზიდენტი ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი არჩევნების პროცესებში არსებულ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ ხმები მოპარულია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.
ასევე ნახეთ: როგორ ხდება ამერიკაში ხელისუფლების გადაბარება - დღევანდელი ვითარება და ისტორიული მაგალითებიპარალელურად, ამერიკაში უკვე მესამე კვირაა ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ჯო ბაიდენმა თითქმის ყველა წამყვან თანამდებობაზე დაასახელა კანდიდატები.