ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი სიკვდილით დასჯის გაუქმების მომხრეა


სიკვდილით დასჯა
სიკვდილით დასჯა

აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტმა, ფედერალური პატიმრის სასიკვდილო განაჩენი აღასრულა. ეს უკანასკნელი სიკვდილით დასჯაა საპრეზიდენტი გარდამავალი პერიოდის დროს, რაც თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.

ლეტარული ინექციით, ბრენდონ ბერნარდის სიკვდილით დასჯა, თითქმის 20 წლიანი პაუზის შემდეგ, ფედერალური ხელისუფლების მიერ სასიკვდილო სასჯელის მისჯის მეცხრე შემთხვევაა. კიდევ ერთი სიკვდილით დასჯა, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი.

40 წლის ბერნარდი დანაშაულებრივი ბანდის წევრი იყო, რომელმაც 1999 წელს, ტეხასში, ორი ახალგაზრდა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, მოზარდობისას ჩადენილი დანაშაულის გამო, სასიკვდილო განაჩენის შეცვლაზე.

2000 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე, რამდენიმე ნაფიცმა მსაჯულმა, ბერნარდისთვის გამოტანილი სიკვდილით დასჯის განაჩენი გაასაჩივრა.

მომდევნო თვეს, კიდევ ერთი სიკვდილმისჯილის, ლიზა მონტგომერის განაჩენის აღსრულება იგეგმება. ის ამ რიგში ერტადერთი ქალია. მონტგომერიმ ფეხმძიმე ქალი დაახრჩო და ნაყოფის განადგურებაც სცადა, თუმცა ბავშვი განსაცდელს გადაურჩა და ახლა მოზარდია.

გასულ თვეს, აშშ-მა სიკვდილით დასაჯა 49 წლი კაცი, ორნალდო კორდია ჰოლი, რომელსაც ბრალი 16 წლის გოგონას გატაცებასა და მკვლელობაში ედებოდა.

Gallup- ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯის საკითხზე ამერიკელთა აზრი დაყოფილია. გამოკითხულ ამერიკელთა 55% გასამართლებული მკვლელების სიკვდილით დასჯას ემხრობა, 43% კი წინააღმდეგია.

არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ ის სიკვდილით დასჯის პრაქტიკის დასრულებას ემხრობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG