შეერთებული შტატების ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ადამიანებმა უნდა გააგრძელონ საკუთარი თავის და გარშემო მყოფთა დაცვა ვირუსისგან მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე მალე გამოვა.
„გთხოვთ, ატარეთ ნიღბები და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ბარებს, რესტორნების დახურულ სივრცეში ჯდომას,“ უთხრა „ფოქს ნიუსს“ კვირას ამერიკის ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი მომსახურების დეპარტამენტის მდივანმა ალექს აზარმა.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ გამოაცხადა, რომ მის ადვოკატს, ნიუ-იორკის ყოფილ მერ რუდი ჯულიანის, კოვიდ-19 დაუდასტურდა.
„დღემდე ნიუ-იორკის ისტორიაში საუკეთესო მერს, რომელიც დაუღალავად მუშაობს აშშ-ის ისტორიაში (დღემდე!) ყველაზე კორუმპირებული არჩევნების გამოსავლენად, ჩინური ვირუსი დაუდასტურდა. მალე გამოჯანმრთელდი, რუდი, ჩვენ არ გავჩერდებით!!!“
ჯულიანი 76 წლისაა. ის კვირას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის საავადმყოფოში დააწვინეს. ჯულიანი მორიგი ადამიანია პრეზიდენტ ტრამპის ახლო გარემოცვაში, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა. ცოტა ხნის წინ, თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო ვირუსით ინფიცირებული, თუმცა რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ, ის გამოჯანმრთელდა.
ჯულიანი მედიის მიერ კომენტარის თხოვნას არ გამოეხმაურა. მან პრეზიდენტ ტრამპის ტვიტი გააზიარა.
ამ დროისთვის, უცნობია თუ როდის დაუდასტურდა ჯულიანის ვირუსი ან ჰქონდა თუ არა სიმპტომები. გასულ კვირას, ის რამდენიმე პოლიტიკურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც თავად ჯულიანის და ბევრ სხვა დამსწრეს ნიღბები არ ეკეთათ
Facebook Forum