დღეს დემოკრატების საპრეზიდენტო არჩევნების კიდევ ერთი დებატები გაიმართება 10 წამყვან კანდიდატს შორის. თუმცა, მთავარი ფოკუსი 3 მათგანზე იქნება მიმართული, ესენი არიან: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სენატორები, ელიზაბეთ უორენი, ბერნი სანდერსი.
დებატები ჰიუსტონსში, ტეხასის შტატში ჩატარდება. მას ყველა ნაციონალური ტელევიზია გადასცემს ეთერში და ის რიგით მესამე იქნება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რბოლაში. დემოკრატების მიზანია შეარჩიონ საუკეთესო კანდიდატურა პრეზიდენტ ტრამპის დასამარცხებლად, რომელიც მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას.
3-საათიანი დებატები, ამჯერად, მხოლოდ, ერთ ტურად შედგება. დანარჩენმა 10-მა კანდიდატმა, წინა დებატების შედეგებიდან გამომდინარე, ვერ დააკმაყოფილა დემოკრატიული პარტიის მოთხოვნები, რათა გაეგრძელებინა რბოლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
დემოკრატების ბოლო დებატები ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდა.