ანტისემიტური და ისლამოფობიური ინციდენტები, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმები და ონლაინ შევიწროება, შეერთებულ შტატებში ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული გაიზრდა. აღნიშნულის შესახებ ოთხშაბათს, ორმა არასამთავრობო ჯგუფმა განაცხადა.
ამერიკულ-ისლამურ ურთიერთობათა საბჭომ (CAIR) განაცხადა, რომ მიიღო 774 საჩივარი ისლამოფობიით და პალესტინელებისა და არაბების წინააღმდეგ მიკერძოებით გამოწვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით 7 ოქტომბრიდან სამშაბათამდე. ჯგუფის თქმით, ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ.
ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგამ (ADL) განაცხადა, რომ მისმა წინასწარმა მონაცემებმა აჩვენა ანტისემიტური ინციდენტების 388%-იანი ზრდა შეერთებულ შტატებში 7 ოქტომბრიდან ორშაბათის ჩათვლით წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით. ჯგუფი იტყობინება 312 ინციდენტის შესახებ, მათ შორისაა შევიწროება, ვანდალიზმი და თავდასხმა. მათგან დაახლოებით 190 პირდაპირ კავშირში იყო ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომთან, თქვა ორგანიზაციამ.
ასევე ნახეთ: კვლევა: ამერიკაში ანტისემიტური ინციდენტების რაოდენობა 388%-ით გაიზარდაCAIR-მა მოიხსენია 18 წლის პალესტინელი მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ თავს დაესხნენ ბრუკლინში, ილინოისში 6 წლის მუსლიმი ბიჭის სასიკვდილოდ დანით დაჭრა, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, პალესტინელი ამერიკელი იყო და სიკვდილით მუქარა მეჩეთში, ილინოისში.
ADL-ის თქმით, საჩივრები მოიცავდა ძალადობრივ შეტყობინებებს, განსაკუთრებით ონლაინ პლატფორმა „ტელეგრამზე“ და აქციებს, სადაც „ADL-მა დაადგინა ჰამასის აშკარა ან მტკიცე არაპირდაპირი მხარდაჭერა და/ან ძალადობის მხარდაჭერა ებრაელების წინააღმდეგ ისრაელში“.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აკონტროლებს ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ მზარდ საფრთხეებს კონფლიქტის ფონზე. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ანტისემიტიზმი და ისლამოფობია.
ასევე ნახეთ: გაერო: ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი უპრეცენდენტო ნიშნულზეაისრაელის განცხადებით, პალესტინის ისლამისტური დაჯგუფება 'ჰამასის" 7 ოქტომბერს თავდასხმას 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის „ჰამასის“ ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად ოთხშაბათის მდგომარეობით დაიღუპა 6500-ზე მეტი ადამიანი. ახალი ამბების სააგენტო „როიტერმა“ ვერ შეძლო ამ ციფრების დამოუკიდებლად გადამოწმება.
"ჰამასს" აშშ-ის მთავრობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.