ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმისა და საპასუხოდ, დაჯგუფების წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის გამოცხადების შემდეგ, ხმელთაშუა ზღვაში, მეორე ამერიკული ავიამზიდი ჩავა. პენტაგონი ამ გზით ცდილობს მხარი დაუჭიროს ისრაელს და შეამციროს მიმდინარე ომის რეგიონულ დაპირისპირებაში გადაზრდის რისკები.
ამჟამად, ხმელთაშუა ზღვაში ერთი ამერიკული ავიამზიდი „ჯერალდ ფორდია“ განთავსებული. უახლოეს პერიოდში კი, პენტაგონის გადაწყვეტილებით, რეგიონში შევა კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი „ეიზენჰაუერი“.
ავიამზიდი "ჯერალდი ფორდი"
დამხმარე გემებთან ერთად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, გასული კვირის დასაწყისში შევიდა. „ჯერალდ ფორდი“ უახლესი ავიამზიდია, ის ექსპულატაციაში 2017 წელს შევიდა. მას 5 000-ზე მეტი მეზღვაურის, 75-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავის, მათ შორის, ავიაგამანადგურებლების გადაყვანა შეუძლია.
ავიამზიდი ასევე აღჭურვილია საშუალო დისტანციის მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებით, რომელიც გამოიყენება დროენბისა და თვითმფრინავების მოსაგერიებლად. „ჯერლად ფორდი“ ასევე აღჭურვილია თანამედროვე რადარებით.
დამხმარე გემები ასევე აღჭურვილია საბრძოლო მასალით, მათ შეუძლიათ როგორც წყლის ქვეშ ასევე ზედაპირზე სამიზნეების განადგურება.
ავიამზიდი ეიზენჰაუერი
ისრაელის ომი "ჰამასის" წინააღმდეგ გრძელდება და იზრდება საშიშროება, რომ ომი რეგიონულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამ საფრთხის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეგიონში კიდევ ერთი ავიამზიდის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. პენტაგონი ხმელთაშუა ზღვაში ავიამზიდ „ეიზენჰაუერს“ გზავნის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ავიამზიდს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, კვირა - კვირანახევარი დასჭირდება.
„ეიზენჰაუერი“ ატომური ავიამზიდია და ის 1977 წელს შეიქმნა. პირველად ის სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და ქუვეითში იმების დრო ჩაერთო.
ავიამზიდის მეტსახელია „აიკი“ და ის 5 000-მდე მეზღვაურს იტევს. მას შეუძლია გადაიტანოს ცხრა ესკადრილია, როგორც გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე სადაზვერვო, სათვალთვალო ხომალდები.
ავიამზიდს თან მიჰყვება, ოთხი ტიპის დამხმარე გემი, ორი მართვადი რაკეტების კრეისერია, ორიც მართვადი რაკეტების გამანადგურებლები.
დამხმარე გემები
ძირითადად ავიამზიდების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, თუმცა მათი გამოყენება შესაძლებელია შეტევითი ოპერაციებისთვისაც.