საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე საათში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
ამ დრომდე უცნობია, რა საკითხებზე გაამახვილებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოსვლის დროს ყურადღებას, ორშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი სიტყვაზე მუშაობას აგრძელებდა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 74-ე გენერალური ასამბლეა გუშინ გაიხსნა, გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო.
Your browser doesn’t support HTML5
პრეზიდენტი ზურაბიშვილის გამოსვლის პარალელურად კი ნიუ-იორკში გაეროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.
"სალომე ზურაბიშვილი - დამცველი პოლიციის მკვლელების, კრიმინალების. პუტინის აგენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი" - ამ ლოზუნგებით შეიკრიბება ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტთა ნაწილი. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. წინასწარი ინფორმაციით აქცია 11 საათზე დაიწყება.