დღეს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ სცნო ქვეყნის პრემიერის, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილება, პარლამენტის მინიმუმ 5 კვირით დათხოვნის თაობაზე. განცხადების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს წევრებმა დადგენილება ანონიმური კენჭისყრის საფუძველზე გამოიტანეს.
სასამართლოს ეს ნაბიჯი პრემიერის გადაწყვეტილების "აცილებას" და გაუქმებას გულისხმობს. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია პარლამენტის 5-დან 8 კვირამდე დათხოვნის დრო, სწორედ ის კრიტიკული პერიოდი, როცა ბრიტანეთს ევროპის კავშირიდან გამოსვლის თაობაზე მოლაპარაკების ვადა ეწურება.
"საპარლამენტო დემოკრატიის ხანგრძლივი დროით შეჩერება საკმაოდ უნიკალურ ვითარებაში ხდება: გაერთიანებული სამეფოს კონსტიტუციაში ფუნდამენტური ცვლილების დროს, რომლის ვადაც 31 ოქტომბერს იწურება" - აცხადებს ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო. "პარლამენტი და კერძოდ, თემთა პალატა, ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლებისგან შედგება და აქვს უფლება ჰქონდეს ხმა იმაში, თუ როგორ მოხდება ეს ცვლილება" - ნათქვამია ბრიტანელი მოსამართლეების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
Facebook Forum