პირველად გაეროს 75-წლიან ისტორიაში, 193 წევრი ქვეყნის მეთაურები გენერალურ ასამბლეას ყოველწლური მოხსენებით ვიდეოჩანაწერების მეშვეობით მიმართავენ. სესიების ონლაინ რეჟიმში წარმოება პანდემია კოვიდ-19-ის გამო გადაწყდა.
დღევანდელ სესიას, გასული საუკუნის 40-იან წლებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო ხსნის. შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს. მსოფლიოს სხვა ლიდერებიდან, დღეს ასევე მოუსმენენ: რეჯებ ტაიპ ერდოღანს (თურქეთი), სი ძინპინს (ჩინეთი), ვლადიმირ პუტინს (რუსეთი) და ემანუელ მაკრონს (საფრანგეთი).
ასევე ნახეთ: ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესია გაიხსნაადგილზე, ნიუ-იორკში მდებარე გენერალური ასამბლეის დარბაზში, წინასწარ ჩაწერილ მიმართვებს უყურებენ მხოლოდ გამომსვლელი ქვეყნების და ევროკავშირის ელჩები. დღევანდელ სესიას ასევე ესწრება არაწევრი დამკვირვებელი, პალესტინელი წარმომადგენელი.
ყველა დამსწრე ვალდებულია ნიღბით იყოს წარმოდგენილი. მათ შესვლისას სიცხეს არ გაუზომავენ, მაგრამ მათი ვალია, დაიცვან პანდემიის უსაფრთხოებით გათვალისწინებული ფიზიკური დისტანციის ნორმები. გენერალური ასამბლეის და მთლიანად გაეროს შენობაში მრავლადაა ხელების დეზინფიცირებისთვის დაყენებული მინი-სადგურები.
ასევე ნახეთ: "ჩვენი ქვეყანა არ არის მზად შეეგუოს ზიანს, რომელიც ოკუპაციით მიადგა" - ზურაბიშვილიგაერომ ორშაბათს 75 წლის იუბილე გლობალური პანდემიის ფონზე აღნიშნა, რომელმაც დედამიწაზე 960 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურსების ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულია 31.2 მილიონზე მეტი ადამიანი.
"კოვიდ-19-ის პანდემიამ სამყაროს სისუსტეები გააშიშვლა. ჩვენ მათზე პასუხი მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში შეგვიძლია" - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გაეროს საიუბილეო წელს.
ასევე ნახეთ: გაერო: ირანზე სანქციების აღდგენა ახლა არ მოხდებაგენერალური მდივნის თქმით, "მესამე მსოფლიო ომი, რომლისაც ბევრს ასე ეშინოდა, აცილებულ იქნა... უახლეს ისტორიაში არ ყოფილა სხვა ამდენწლიანი ინტერვალი, რომ წამყვან ძალებს შორის სამხედრო კონფრონტაცია არ მომხდარიყო. ეს დიდი მიღწევაა, რომლითაც [გაეროს] წევრ ქვეყნებს შეუძლიათ იამაყონ და რომლის შენარჩუნებისთვისაც ჩვენ ყველამ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ".
გუტერეშმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბევრი მიღწევა ჩამოთვალა. მათ შორის დაასახელა შიმშილის და სიღარიბის შემცირება; კონფლიქტებში და უბედურ შემთხვევებში მილიონობით მსხვერპლის დახმარება, ინფექციური დაავადებების ერადიკაცია და სხვა. თუმცა, გაეროს გენერალური მდივნის თქმით, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.
ასევე ნახეთ: ევროპელები და ამერიკელები WHO რეფორმირებაზე მუშაობენგაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობის ხარვეზებზე ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ გაეროში, ჩერით ნორმან შალემ. აღნიშნა რა გაეროს 75-წლიანი მიღწევები, რომლის ფუნქციებიც "დღეს დამფუძნებელთა ხედვის ფარგლებს სცდება", ამერიკის წარმომადგენელმა თქვა, რომ ორგანიზაცია დიდი ხანია უარს ამბობს რეალურ რეფორმაზე და მას ასევე აკლია გამჭვირვალობა.
"75-ე წლის იუბილე სწორედ ის დროა, როცა უნდა დაისვას კითხვები ამ ინსტიტუტის სიძლიერეებზე და სისუსტეებზე; შეცდომებზე სწავლის მიზნით, უნდა გადაიხედოს მისი ჩავარდნები და უნდა ვიდღესასწაულოთ მისი მიღწევები" - თქვა ჩერით ნორმან შალემ.
ასევე ნახეთ: ამერიკამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის პროცესი ფორმალურად დაიწყოშეერთებული შტატები არამარტო გაეროს სათაო ოფისის მასპინძელი ქვეყანაა ნიუ-იორკში, არამედ ორგანიზაციის ყველაზე დიდი დონორიც. თუმცა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გლობალურ ორგანიზაციას კრიტიკულად უდგება და ბოლო წლებში მის ზოგიერთ სააგენტოს დაფინანსებაც კი შეუწყვიტა. მათ შორისაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა საბჭო.