უკრაინის ჯარები ქმნიან პირობებს ეტაპობრივი წინსვლისთვის და ბრძოლის ველზე ინიციატივის ასაღებად, განაცხადა ორშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ვალერი ზალუჟნიმ.
"კიევის თავდაცვის ხაზი სტაბილურია, ვინაიდან, [უკრაინული] ჯარები იგერიებენ რუსეთის მცდელობებს კონტრშეტევის ფარგლებში და არ ვაძლევთ მათ საშულებას, რომ სხვა ფრონტის ხაზებიდან ყურადღება გაგვეფანტოს", - ამბობს ზალუჟნი "ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები და ეტაპობრივად, უკრაინული ჯარები აგრძელებენ პირობების შექმნას წინსვლისთვის. ინიციატივა ჩვენს მხარეზეა", - თქვა ზალუჟნიმ ამერიკის გაერთიანებული შტატების უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ასევე ნახეთ: უკრაინის თქმით დააკავეს ჯაშუში ქალი, რომელიც მოსკოვს ზელენსკის შესახებ აწვდიდა ინფორმაციასუკრაინამ კონტრშეტევა ზაფხულის დასაწყისში დაიწყო. კონტრშეტევის მიზანი რუსების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების მტრისგან გათავისუფლებაა. ფრონტის მთავარი ხაზი ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთზე გადის.
კონტრშეტევაში დასახმარებლად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა უკრაინას საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს.
ამ დროისთვის, უკრაინამ შეძლო რამდენიმე სოფლის და ბახმუტის ირგვლივ გარკვეული ტერიტორიის დაბრუნება. თუმცა, დიდი გარღვევა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიევს ჯერ არ აქვს.