უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (ეს-ბე-უ) დააკავა ქალი, რომელიც მისი მტკიცებით რუსეთს, უკრაინის პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტის და უკრაინის სამხედრო ობიექტების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის დასახელებული დაკავებულის ვინაობა, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალის სახე დაფარულია ფოტოსურათზეც, სადაც ჩანს მხოლოდ ის, რომ დაკავებულს თეთრი ტანსაცმელი აცვია.
დაკავების ოპერაცია საპორტო ქალაქ მიკოლევში ჩატარდა, სადაც ზელენსკი ბოლოს 27 ივლისს იმყოფებოდა.
ოფიციალური კიევი ამბობს, რომ დაკავებული ქალი ცდილობდა შეესწავლა ოჩაკოვთან არსებული უკრაინის საბრძოლო მასალების საწყობი და შემდეგ მონაცემები რუსეთისთვის მიეწოდებინა.
„"ეს-ბე-უს" თანამშრომლებმა მოღალატე ცხელ კვალზე დააკავეს, როდესაც ის ცდილობდა დაზვერვის მონაცემების გადაცემას დამპყრობლებისთვის“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ქალი ოჩაკოიდან იყო და ის სამხედრო მაღაზიაში მუშაობდა, უკრაინის ერთ-ერთ ადგილობრივ სამხედრო ნაწილში. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
Facebook Forum