ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სარაკეტო თავდასხმა სასტუმროსა და სახლებზე - დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი


ორშაბათს ღამით, რუსულმა ძალებმა, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოკროვსკზე, ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. შედეგად, განადგურდა სასტუმრო და საცხოვრებელი სახლები. დაიღუპა, სულ მცირე, 7 და და დაიჭრა ათობით ადამიანი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ, უკრაინის ოფიციალური პირები ავრცელებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 7 დაღუპულიდან, 5 სამოქალაქო პირი იყო. რეგიონის ოფიციალური პირების განცხადებით კი, რუსულ სარაკეტო დარტყმებს რვა ადამიანი ემსხვერპლა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ნანგრევების გაწმენდას. განმეორებითი დაბომბვის მაღალი საფრთხის გამო, ღამით იძულებული გავხდით მუშაობა შეგვეჩერებინა", - თქვა კლიმენკომ „ტელეგრამში“ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითმხილველების განცხადებით, პოკროვსკის ცენტრში, ორი რუსული რაკეტა, 40 წუთის ინტერვალით ჩამოვარდა. ოფიციალური პირების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები აჩვენებს, პირდაპირი დარტყმის შედეგად, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ორი სართული განადგურებულია.

ადგილობრივების განცხადებით, სასტუმრო „დრუჟბას“ ხშირი სტუმრები ჟურნალისტები, დამხმარე პერსონალი და სამხედროები იყვნენ. ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე სასტუმროს შორის, რომელიც დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონში, ფრონტის ხაზთან ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა.

ტრადიციულ საღამოს მიმართვაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა „ჩვეულებრივ საცხოვრებელ შენობებზე“, ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.

XS
SM
MD
LG