უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს განცხადება გააკეთა და მოითხოვა დაუყოვნებლიც შეწყდეს ცეცხლი აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში რუსების მიერ კონტროლირებად სეპარატისტებსა და უკრაინულ ძალებს შორის დაპირისპირება გამწვავდა.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა მხარს უჭერს სამმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რომელშიც უკრაინა, რუსეთი და ეუთო უნდა იყვნენ ჩართული.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ გაძლიერებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს",- დაწერა დღეს თავის ტვიტერზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ: ბლინკენი: ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეადღესვე გავრცელდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადება, სადაც ის რუსეთისთვის სანქციების დაუყოვნებლივ დაწესებას ითხოვდა.
"რუსეთი ახლავე უნდა შეჩერდეს. ყველანი ვხედავთ როგორ ვითარდება მოვლენები", - განაცხადა კულებამ. "მოქმედების დროა. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არსებობს ყველა მიზეზი იმისა, რათა ახლავე, სანქციების ნაწილი მაინც ამოქმედდეს რუსეთის წინააღმდეგ", - თქვა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ასევე ნახეთ: მაკრონსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - მხარეებმა უკრაინის საკითხი განიხილესდასავლეთის ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვართან 150,000 სამხედრო ჰყავს განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის, ამერიკისა და სხვა დასავლური ქვეყნების პრეზიდენტები და მაღალი დონის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ სამხედროების ასეთი განლაგება რუსეთის მხრიდან უკრიანაში ომის დაწყებაზე მიანიშნებს, კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს. ოფიციალური მოსკოვი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები იქ მხოლოდ წვრთნების მიზნით იმყოფებიან.