ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონსონი: შესაძლოა დასავლეთმა რუსულ კომპანიებს დოლარზე და ფუნტზე წვდომა შეუწყვიტოს


იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ბრიტანეთი და ამერიკა რუსულ კომპანიებს დოლარსა და ფუნტზე წვდომას შეუწყვეტენ, ამბობს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი.

ამერიკამ და ბრიტანეთმა ბევრჯერ თქვეს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ეს ნაბიჯი ვაშინგტონისა და ლონდონის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში ყველაზე დიდ კონფლიქტს გამოიწვევს. რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონას.

ჯონსონმა თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს წავა, ვიდრე მას აქამდე საჯაროდ ამაზე ულაპარაკია.

"ჩვენ, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ მათი ვაჭრობა ფუნტებსა და დოლარებში. ეს მათ ძალიან, ძალიან მძიმედ დაარტყამს", - უთრა ჯონსონმა ტელეკომპანია BBC-ის.

ჯონსონი ასევე ამბობს, რომ შესაძლოა სანქციები საკმარისი არ იყოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

ჯონსონსმა თქვა, რომ კრემლის მმართველი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ლოგიკურად სულაც არ ფიქრობს, ამიტომ სანქციებით დამუქრება, ალბათ არ იქნება საკმარისი რუსეთის უკრაინაში შეჭრის თავიდან ასაცილებლად.

სანქციები " შეიძლება არ იყოს საკმარისი არარაციონალური მხარის შესაჩერებლად და ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ ვლადიმირ პუტინი შესაძლოა ალოგიკურად ფიქრობს და ვერ ხედავს კატასტროფას, რომელიც წინ აქვს“, - თქვა ჯონსონმა.

ბრიტანეთს ჯერ არ დაუკონკრეტებია ვინ შევა სანქცირებულთა სიაში, თუმცა ამბობს, რომ რუსი ოლიგარქები ვერსად დაიმალებიან. პრემიერ ჯონსონის თქმით, სანქციები, შესაძლოა, რუსულ ბანკებსაც დააკისრონ.

XS
SM
MD
LG