მომავალი კვირიდან საქართველოს მოქალაქეებს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობა შეეძლებათ. ქვეყნის მთავრობა მომავალ კვირას სამეფოში მოგზაურობის შეზღუდვებს კიდევ უფრო შეამსუბუქებს და აქამდე "წითელ სიაში" მყოფი ქვეყნების დიდ ნაწილს, მათ შორის, საქართველოს, მანამდე დაწესებულ შეზღუდვებს მოუხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ტრანსპორტის დეპარტამენტი აცხადებს.
ასევე ნახეთ: მსოფლიოს 40% წლის ბოლომდე უნდა აიცრას - გაეროს ახალი სტრატეგიაპანდემიური მდგომარეობის სამართავად დაწესებული შეზღუდვების თანახმად, ბრიტანეთში მოგზაურობა ბევრი ქვეყნის მოქალაქეს ურთულდებოდა. მომავალ კვირას დაანონსებული სიახლეები, წელიწადნახევრის წინ პანდემიის დაწყების შემდეგ, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ბრიტანეთის საზღვრის გადაკვეთა ტურისტებსაც შეეძლებათ.
აქამდე ბრიტანეთში შემსვლელებს ხშირ შემთხვევაში სასტუმროში კარანტინის გავლა უწევდათ. ახალი რეგულაციების თანახმად, კარანტინი აღარ დასჭირდებათ ვიზიტორებს 47 ქვეყნიდან. თუმცა, ქვეყანაში შესვლის მსურველებმა ჯანდაცვის უწყების მიერ აღიარებული ვაქცინაციის სერტიფიკატი უნდა წარადგინონ. 18 წლამდე ასაკის ადამიანებს კი, რომლებსაც აცრა გაკეთებული არ აქვთ ტესტირების გავლა მოუწევთ და შესაძლოა გარკვეულ დანიშნულების პუნქტებში შესვლა შეეზღუდოთ.