ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის ე.წ. ბუსტერიც დადებით შედეგებს აჩვენებს


ამერიკულმა კომპანიამ "ჯონსონი და ჯონსონი" ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების მიხედვით, მათი კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზა, ე.წ. ბუსტერი ძლიერ იმუნურ რეაქციას იწვევს.

ექსპერიმენტში მონაწილეებს აცრა ერთდოზიანი ვაქცინის მიღებიდან რამდენიმე თვეში ჩაუტარდათ. "ჯონსონი და ჯონსონის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე დოზის ადმინისტრირება 18-დან 55 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და აცრილებს შორის ანტისხეულების გამომუშავება გაცილებით გაძლიერდა.


კვლევის შედეგებს ჯერჯერობით კოლეგების განხილვის პროცესი არ გაუვლია, შესაბამისად ნაშრომი სამეცნიერო ჟურნალში ჯერ გამოქვეყნებული არ არის. კომპანიის მიერ ადრე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "ჯონსონის და ჯონსონის" კოვიდ-19-ის ერთდოზიანი ვაქცინა იმუნიზაციის შემდეგ ორგანიზმის დაცვას 8 თვემდე უზრუნველყოფს.

"ჯონსონი და ჯონსონი" აცხადებს, რომ დამატებითი გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის დამტკიცების თაობაზე ის ახლა აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. კვლევის მონაცემები დამოუკიდებლად წარუდგინეს ევროპის მედიცინის სააგენტოსაც - ევროკავშირის მთავარ მარეგულირებელს. ერთდოზიანი ვაქცინა შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს უკვე დამტკიცებული აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG