ლოს-ანჯელესის ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ მომავალ კვირას, დიდი ალბათობით, კენჭს უყრიან ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, აუცრელ მოსახლეობას არ ექნება უფლება შევიდეს დაწესებულებების უმეტესობაში.
ამერიკის ყველაზე მეტად დასახლებული შტატის, კალიფორნიის უდიდესი ქალაქი ლოს-ანჯელესი, ამერიკაში სიდიდით მეორეა. მერია ასეთ უკიდურეს ზომებს დელტა ვარიანტის სწრაფი გავრცელებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირების გამო იღებს.
ქალაქის საბჭოს ერთი წევრის გარდა, ყველა თანახმაა, რომ მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ყველა ადამიანს დაავალდებულებს წარადგინოს ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა იქამდე, ვიდრე რომელიმე დაწესებულებაში შევლენ.
მსგავსი წესები უკვე მიღებულია სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში. მომავალი კვირიდან კი ამ ქალაქების ჩამონათვალს, შესაძლოა ლოს-ანჯელესიც შეემატოს. დამტკიცების შემთხვევაში, ახალი წესები ძალაში ნოემბრიდან შევა.
პოლიტიკური ლიდერები, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აუცრელი მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში, რომ აცრა აუცილებელია. თუმცა, კანონები, რომელიც მოსახლეობისგან ვაქცინაციის დასტურის წარდგენას ითხოვს, ამერიკაში საკმაოდ წინააღმდეგობრივია და მათ ყველა არ ემხრობა. ამერიკელების ნაწილი ამბობს, რომ ეს კანონები არაკონსტიტუციურია.
Facebook Forum