სამართალდამცავებმა კორუფციის და მექრთამეობის ბრალდებით თურქეთის ხელისუფლების ნათესავები და ჩინოვნიკები,სულ 52 ადამიანი დააკავეს
Your browser doesn’t support HTML5
პოლიციამ სულ ცოტა 49 პირი დააკავა სტამბოლში და ანკარაში კორუფციული საქმიანობის ბრალდებით, რომელიც სახელმწიფო ტენდერების გაცემას უკავშირდება. დაპატიმრებებმა უკვე გამოიწვია შეფასებები, რომ ეს თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ავტორიტეტის შელახვას ისახავს მიზნად.
ქალაქ სტამბოლის პოლიციის უფროსი ჰუსეინ ქაპკინი ხუთშაბათს პოსტიდან დაითხოვეს. ეს გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის გამოძიების დაწყებას მოჰყვა, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება. თურქეთის მთავრობის მინისტრების შვილები, მათ შორის, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი დაპატიმრებულია. ასევე სამართალდამცავებმა სხვა ბიუროკრატიულ აპარატებში მომუშავე მაღალჩინოსნების შვილები და პოლიციის ათობით მაღალჩინოსანი სამსახურიდან დაითხოვეს ან მათ საკუთარი ნებით დატოვეს თანამდებობები. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პოლიციის ოფიცრებს თანამდებობებიდან წასვლის განცხადებით მათთვის არ მიუმართავთ. მიმომხილველები აცხადებენ, რომ გამოძიება კიდევ უფრო გაფართოვდება და პროგნოზირებენ, რომ პროკურორები ზოგიერთ მინისტრთან დაკავშირებით, რომლებიც გამოძიების თანახმად კორუფციულ გარიგებაში იქნებიან მხილებული, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვენ.
სტამბოლის პოლიტიკური ცენტრის ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენელი, ჩინგიზ აქტარი ამბობს, რომ ეს დაჭერების საქმე ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყველაზე სერიოზულია.
ჩინგიზ აქტარი: ეს რევოლუციური საქმეა. მსგავსი რამ ქვეყნის ისტორიაში მანამდე არ მომხდარა. რა თქმა უნდა, კორუფცია, სხვა ქვეყნების მსგავსად თურქეთშიც არსებობდა, თუმცა მასშტაბები და მასში მონაწილე პირების ჩართულობა განსაკუთრებული და საგულისხმოა.
საგამოძიებო მასალების ყურადღების ცენტრშია ბრალდება ირანიდან საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით თანხების გათეთრების შესახებ და ასევე მექრთამეობის ბრალდება, რომელსაც სახელმწიფო კონტრაქტების გაფორმების დროს მოხდა სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების საქმეში. თურქულმა მედიამ გაავრცელა ნაღდი ფულის, მილიონი დოლარის ოდენობის ამსახველი ვიდეო-კადრები, რომელიც პოლიციამ ერთ-ერთი მინისტრის სამი დაპატიმრებული შვილიდან ერთ-ერთის სახლში აღმოაჩინა. ასევე გავრცელდა სახელმწიფოს კუთვნილი „ჰალკბანკის“ მაღალჩინოსნის სახლში ამოღებული ფულის კადრები, რომელიც ასევე დაკავებულია.
ამის მიუხედავად, თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს გამოძიების მიმართ მაინც კრიტიკული პოზიცია უკავია და ამტკიცებს, რომ ეს დაჭერები მისი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილია.
რეჯებ ტაიპ ერდოღანი: ძალიან ბინძური ოპერაცია ჩატარდა. ზოგიერთი ჯგუფები ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ცდილობენ თურქეთის განვითარებას შეუშალონ ხელი.
როგორც მიმომხილველები ამბობენ, რეჯებ რაიპ ერდოღანი ამ ოპერაციაში ისლამისტურ კვალს ხედავს ფეტლულა გულენის მხრიდან, რომელსაც დაჭერა არ შეხებია. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, გულენის მხარდამჭერებს ძლიერი კავშირები აქვთ ქვეყნის სასამართლო სისტემაში და სამართალდამცავ სტრუქტურებში.
თუმცა გულენი, რომელიც ნებაყოფლობით გავიდა ქვეყნიდან და ახლა შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ამ ბრალდებებს უარყოფს. ერთ დროს ის თურქეთის ისლამისტური მმართველი პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო და განსაკუთრებით ხელისუფლებაზე სამხედროების დომინირებას ეწიგააღმდეგებოდა. თუმცა ბოლო 18 თვის განმავლობაში მათ შორის დაპირისპირება გაძლიერდა.
ასლი აუდინტასბასი, თურქული გაზეთის, „მილიეთის“ პოლიტიკური მიმომხილველია, რომელიც ამბობს, რომ ერდოღანი შეეცდება მისი ეს დაპირისპირება გულენის მხარდამჭერებთან საკუთარი მიზნების სასარგებლოდ გამოიყენოს.
ასლი აუდინტასბასი: ეჭვგარეშეა, რომ ამ მოვლენების ნაწილი ხელისუფლებაში გულენის მომხრეთა და ერდოღანის მთავრობის დაპირისპირებაა. ხელისუფლება ამას უცხოურ კავშირებს და შეთქმულებას დაუკავშირებს, რომ გულენის მომხრეები ისრაელის, შეერთებული შტატების ინტერესების სასარგებლოდ მუშაობენ. ერდოღანი ყოველთვის ცდილობდა მსხვერპლის როლი მოერგო და ამით ესარგებლა.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ხელისუფლება დაინტერესებული იქნება რომ ყურადღება გადაიტანოს იმ კუთხით, თუ გამოძიება რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება, ვიდრე თავად კორუფციის სქემის გამოაშკარავებაა. თუმცა ანალიტიკოსი აქტარი ამბობს, რომ თუკი ბრალდებები დამტკიცდა, მაშინ თურქეთის მმართველი პარტიის მიმართ სერიოზული ეჭვები გაჩნდება.
ჩინგიზ აქტარი: მმართველი პარტიის ამომრჩევლებს განსხვავებული შეხედულებების ადამიანები წარმოადგენენ. მედიაში გავრცელებული გაფლანგული თანხების რაოდენობა მილიონებს და მილიარდებს უკავშირდება, რამაც ძალიან უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს მმართველი პარტიის იმიჯზე, რომელიც 2014 და 2015 წლის არჩევნებისთვის ემზადება.
თურქეთი მომავალი 18 თვის განმავლობაში საარჩევნო ციკლისთვის ემზადება. მარტში მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივი არჩევნების ჩატარება, რომელსაც შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები მოჰყვება. დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ერდოღანი 2015 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ანტი-კორუფციული სქემის გამოაშკარავება არსებული ხელისუფლებისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს მოხდა, და ხელისუფლების ბევრი მხარდამჭერი ამ მოვლენას უბრალო დამთხვევად არ მიიჩნევს. მიმომხილველები ამბობენ, რომ რამდენად წარმატებული იქნება ხელისუფლების მხრიდან იმის მტკიცება ხალხისთვის რომ ეს დაჭერები შეთქმულების გეგმის ნაწილია, ვიდრე კორუფციული სქემის გამოაშკარავება და ამ საქმის გამოძიება, მომავალი არჩევნების შედეგებს განაპირობებს.