ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის საფინანსო ბაზრებს ამოწმებენ


მომავალი თორმეტი თვის განმავლობაში თურქეთს 200 მილიარდი დოლარის დავალიანების გადახდა ან გადავადება მოუწევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:50 0:00
ბმული

თურქეთის საფინანსო ბაზრებს ქვეყნის მარეგულირებელი საბჭო ამოწმებს. ეს გამოძიება და ასევე, ანტი-სამთავრობო გამოსვლები საფინანსო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობას იწვევს.

თურქეთში მაისის ბოლოს ინვესტორების მიერ ქვეყნის მასობრივი დატოვების შემდეგ აქციებზე ფასი დაეცა, სესხის ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდა და დოლართან მიმართებაში თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. ამ მოვლენების შესახებ ანკარაში მოქმედმა ფასიანი ქაღალდების ბაზართან არსებულმა საბჭომ ახალი კვლევა წარმოადგინა.

კვლევა განიხილავს ამ შემთხვევებში ჰქონდა თუ არა ადგილი უკანონო და ხელოვნურ მანიპულაციებს. ეს პროცესი თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის მიერ საერთაშორისო მოთამაშეების მიერ თურქეთში შეთქმულების ბრალდებას დაემთხვა.

ეტაილა ისილედა პოლიტიკურ-ანალიტიკური კონსალტინგური კომპანიის „ გლობალური პარტნიორების“ ექსპერტია, რომელიც ამბობს, რომ ეს კვლევა სერიოზული საფრთხის ნიშანს იძლევა.

ეტაილა ისილედა: ძალიან კარგად დოკუმენტირებული გარიგებებია. მათ თავისუფლად შეეძლოთ ცენტრალური ბანკისთვის გამოეთხოვათ ყველა ის მონაცემი, რომელიც სჭირდებოდათ. რატომ ამოწმებენ ბანკებს? როგორც ჩანს, მოსალოდნელი არ არის, რომ ამას რაციონალური განმარტება მოყვეს. ამ ანგარიშით ისინი ცდილობენ, რომ საბანკო საზოგადოება დააფრთხონ. იმ დროს, როცა ფინანსური მდგომარეობა ისედაც ძალიან მყიფეა, ეს არ ჩაითვლება მოსაწონ მეთოდად.

ინან დემირი სტამბოლში მოქმედი „ფინანსბანკის“ მთავარი ეკონომისტია. ის აღნიშნავს, რომ ახლა არც უცხოელი ინვესტორების შეშინების დრო არის.

ინან დემირი: თურქეთის ეკონომიკის გაზრდილი მაჩვენებლები ძალიან მჭიდროდ იყო კავშირში უცხოური კაპიტალის შესაძლებლობებთან, ვინაიდან არსებობს ქრონიკული დეფიციტი ადგილზე დანაზოგის გაკეთებასთან დაკავშირებით. ახლა ასე აღარ არის. დემირი არ მოელის, რომ თურქეთი გადაავადებს თავის დავალიანებას, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ 12 თვეში. ამ შემთხვევაში, დავალიანების გასასტუმრებლად მას უფრო მაღალი პროცენტული გადასახადის გადახდა მოუწევს, რაც ეკონომიკის ზრდას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

მომავალი თორმეტი თვის განმავლობაში თურქეთს 200 მილიარდი დოლარის დავალიანების გადახდა ან გადავადება მოუწევს. ამავდროულად უცხოეთიდან შემოსული კაპიტალი საჭიროა იმისთვის, რომ ხელი წააშველოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დეფიციტს, რომელიც მიმდინარე თვეს კიდევ გაიზარდა.

ამ კვირაში პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მთავარ მრჩევლად იგიტ ბულუტი დანიშნა. იგი ყველაზე ძლიერად უჭერს მხარს იმ მოსაზრებას, რომ თურქეთში არსებულ არეულობაზე პასუხისმგებლობა შეთქმულების მონაწილე უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს ეკისრებათ. ამის გამო არის პატარა შანსი, რომ ხელისუფლებამ ეს კვლევა არასრულყოფილად მიიჩნიოს. დამკვირვებლები გაფრთხილებას იძლევიან, რომ ასეთ ფინანსურ პირობებში ფინანსური მანიპულაციის კვლევა ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო სერიოზულ ბრალდებებში შეიძლება გადაიზარდოს, რამაც მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ბაზრების მოთმინების ფიალა აავსოს.
XS
SM
MD
LG