ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი მიტინგების დარბევას საკუთარ მოვალეობად აფასებს


თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ასობით ათას შეკრებილ მხარდამჭერს უთხრა, რომ ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების თაქსიმის მოედნიდან განდევნა მისი "მოვალეობა" იყო.

ერდოღანმა ამ განცხადებით კვირას გამართული დემონსტრაციის მონაწილეებს მიმართა. მისი თქმით, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში გამართული საპროტესტო დემონსტაციები "ტერორისტების" მიერ იმართებოდა. მან ოპონენტები გააკრიტიკა დიქტატორობის დაბრალებისთვის, ხოლო საერთაშორისო მედიას კი საყვედური გამოუცხადა მოვლენების ცალმხრივი გაშუქებისთვის.

ერდოღანის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, მისმა მოწინააღმდეგეებმა თაქსიმის მოედანზე მორიგი მიტინგის გამართვა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა ხალხის შეკრების აღსაკვეთად.
XS
SM
MD
LG