გუშინ ღამით თურქეთის პრემიერსა და თურქეთის საპროტესტო აქციების მონაწლეებს შორის შემდგარმა შეხვედრამ ორ-კვირიანი აქციების მშვიდობიანი დარეგულირების იმედი გააჩინა.
პარასკევს დილით, საპროტესტო აქციების მონაწილეთა წარმომადგენლები და მთავრობის სპიკერი გუშინ ჩატარებულ შეხვედრას დადებითად აფასებდნენ.
შეხვედრა დედაქალაქ ანკარაში შედგა, რომლის დროსაც ერდოღანი პირისპირ პირველად გაესაუბრა დემონსტრანტებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ის დაიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას გეზი პარკის რეკონსტრუქციის საქმეში და რომ მან თურქეთის მთავრობას სასამართლო გადაწყვეტილების სრული დაცვა დაავალა.
ხუთშაბათის შეხვედრის შემდეგ, თურქეთის მთავრობის სპიკერმა ჰუსეინ ჩელიკმა გაიმეორა, რომ შეხვედრა პოზიტიურ გარემოში ჩატარდა.
ჩელიკის თქმით, თურქეთი კანონმორჩილი ქვეყანაა და აღმასარულებელი ხელისუფლებისთვის შეუძლებელია კანონგარეშე ქმედების ჩადენა. მისი თქმით, მთავრობამ სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილება უნდა დაიცვას.