თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლის პარკის პროექტის შეჩერების დაპირების შემდეგ, მომიტინგეებს პარკის დატოვებისკენ მოუწოდა.
პარასკევს სატელევიზიო გამოსვლის დროს, ერდორანმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეთა გზავნილი მიღებულია და დროა მომიტინგეებმა პარკის ტერიტორია დატოვონ.
გასულ თვეს სტამბოლის პარკის გადარჩენის მიზნით დაწყებულმა მშვიდობიანმა მჯდომარე აქციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტი-სამთავრობო გამოსვლები გამოიწვია.
საპროტესტო გამოსვლების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 5,000 დაშავდა, ათასობით მონაწილე კი დააპატიმრეს.
ერდოღანი აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს
საპროტესტო გამოსვლების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 5,000 დაშავდა, ათასობით მონაწილე კი დააპატიმრეს