ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში დემონსტრაციები ისევ გრძელდება


თურქეთის მოსახლეობა ანტი-სამთავრობო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბოლოჯერ გააფრთხილა დემონსტრანტები რომ სტამბოლის გეზის პარკის ტერიტორია დატოვონ. აქტივისტებმა კი განაცხადეს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება გეზის პარკის შესახებ არ შეცვლის გადაწყვეტილებას. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მათ პარკის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას დაპირდა.

მმართველი პარტიის წინაშე გამოსვლისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხუთშაბათს განაცხადა რომ, მას უკვე მოთმინების ფიალა აევსო სტამბოლის ცენტრში გეზი პარკში მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო.

მან განაცხადა რომ თურქეთის ხელისუფლება მეტს ვეღარ მოითმენს, რადგან გეზი პარკი ხალხის საკუთრებაა და ამბოხებულების მიერ არ უნდა იყოს ოკუპირებული. მან ასევე აქციის მონაწილეების მშობლებს მიმართა, „მოკიდეთ თქვენს საკუთარ შვილებს ხელი და გაიყვანეთ გეზი პარკიდან“-განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის მთავრობა გეზი პარკის დანგრევას და მის ადგილას სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ხელისუფლების გადაწყვეტილების მოწინააღმდეგები სწრაფად შეიკრიბნენ და ერდოღანის და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ გეზის პარკში გამოვიდნენ. ოპოზიცია ერდოღანს ავტორიტარიზმში და სეკულარულ თურქეთზე კონსერვატული ისლამისტური მსოფლმხედველობის გაძლიერებაში ადანაშაულებს.

პოლიციამ სტამბოლში და ანკარაში აქციების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და გამაყრუებელი ჭურვები გამოიყენა. აქციების დაშლის შედეგად ოთხი გარდაიცვალა, 5000-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ათასობით ადამიანი დააპატიმრეს.

ხუთშაბათს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა დემონსტრანტებს გეზის პარკის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, იმისათვის რომ სპეცსამსახურებს როგორც მან განაცხადა, უკანონო და ტერორისტული ჯგუფების დაკავების საშუალება მისცემოდა.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეკოლოგიის დაცვის მიზნით დაწყებული პროტესტი ანტი-დემოკრატიული ძალების გამოსვლებში გადაიზარდა.
ამგვარ ბრალდებებს იბრაჰიმ ჰესკინი უარყოფს. ის „ ტაქსიმის სოლიდარობის“ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებიდან, რომლებმაც გეზი პარკის დაცვის მიზნით მიმდინარე საპროტესტო აქციები წამოიწყეს. იგი აცხადებს, რომ დემონსტრანტები სამთავრობო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებენ.

იბრაჰიმ ჰესკინი: აქციის მონაწილეები ყველა სფეროში მოღვაწე ადამიანები არიან. ეს ადამიანები რომელთაც პარკიდან განდევნით ემუქრებიან, თურქეთის ნამდვილ სახეს წარმოადგენენ. ის ფიცს დებს, რომ აქციის ყველა მონაწილე ადგილზე დარჩება და ხელისუფლება მათ ვერ დაამარცხებს.

პრემიერ-მინისტრის ბოლო გაფრთხილება ერთგვარი მცდელობაა, რომ დემონსტრანტები დაიშალონ. ხელისუფლების მიერ შერჩეული საპროტესტოდ განწყობილი თერთმეტკაციანი ჯგუფის შეხვედრის დროს ოთხშაბათს ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავრობა პარკის მომავალთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას გეგმავს.

თუმცა ამასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რაც ხელისუფლების მიმართ უნდობლობით არის გამოწვეული. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ხმასთან საუბრობს.

"მისი თქმით რეფერენდუმისთვის ნდობის ატმოსფეროა საჭირო, ხოლო ამასთან დაკავშირებით ახლა ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც გადაუწყვეტელია. და ის ფაქტი, რომ ნდობა დაკარგულია ჩემთვის ეს გამოსავალს არ წარმოადგენს," აცხადებს აქციის მონაწილე.

თურქეთის ერთერთმა მოსამართლემ განაცხადა რომ რეფერენდუმს იურიდიული ძალა ვერ ექნება.

ამასობაში, ერდოღნმა მის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო კრიტიკას თვალთმაქცური უწოდა. ევროკავშირმაც და შეერთებულმა შტატებმაც თურქეთში მიმდინარე არეულობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს.
XS
SM
MD
LG