თურქეთი ევროპას და აზიას სარკინიგზო ხაზით. მარმარის გვირაბით დაუკავშირდა, რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის. ეს გვირაბი აზიის და ევროპის სანაპიროებს სტამბოლში აკავშირებს. თუმცა როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან მოგვითხრობს, ქვეყნის ამ უდიდეს პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შეშფოთება და კრიტიკა არსებობს.
სამშაბათს მარმარის სარკინიგზო გვირაბის გახსნის ცერემონიას ათასობით ადამიანი დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შეკრებილ ხალხს მიმართა და ისტორიული წარსული გაიხსენა.
რეჯებ ტაიპ ერდოღანი : ამ გვირაბის აშენება სულთან აბდულმესიდის ოცნება იყო, რომელიც დღეს მათ განვახორციელეთ. არის ბევრი ისტორიული პროექტი, რომელიც თურქეთში და კერძოდ სტამბოლში მიმდინარეობს. ეს გვირაბი ხალხისთვის აშენდა.
გვირაბი საკმაოდ გრძელი და ღრმა არის. დღეში მისი საშუალებით მილიონობით მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. გვირაბი, რომლის მშენებლობა 4 მლნ დოლარი დაჯდა, ქალაქის გადატვირთული მოძრაობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
თუმცა სტამბოლი მიწისძვრის აქტიურ ზონას წარმოადგენს, რაც გვირაბის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებს წარმოშობს.
გეოლოგიის პროფესორი სელალ სენგორი, რომელიც სტამბოლის ტექნიკურ ინსტიტუტში მუშაობს, ამბობს, რომ გვირაბის უსაფრთხოების მიზნით გარკვეული სამუშაოები ჩატარდა.
სელალ სენგორი: მარმარის გვირაბის საძირკველზე სამუშაოები სწორედ მე ჩავატარე. იქ არ გადის აქტიური ხაზი, რომელიც ნგრევას გამოიწვევს. მიწისძვრის შემთხვევაში გვირაბში რყევები იქნება, მაგრამ თუკი ის საუკეთესოდ არის აგებული, ნგრევის რისკები არ იარსებებს. ის ადამიანები, რომლებმაც ეს გვირაბი ააშენეს, თავის საქმის პროფესიონალები არიან.
პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რაც უფრო მეტს საუბრობს თურქეთში მიმდინარე მშენებლობების შესახებ, მის მიმართ კრიტიკა უფრო იზრდება.
კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ხელისუფლების მიერ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებაზე დაწყებული პროექტია, რომლის შესახებაც ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ კონსულტაციები არ გაუმართავთ. ივნისში, სტამბოლში მიმდინარე საპროტესტო აქციები, სწორედ ამ საკითხმა გამოიწვია.
გვირაბის პროექტის განხორციელება 2004 წელს დაიწყო. გეგმის მიხედვით მისი მშენებლობა ოთხ წელში უნდა დასრულებულიყო. პროექტის დაგვიანებით დასრულების მიზეზი მშენებლობის პროცესში მნიშვნელოვანი ისტორიული, არქეოლოგიური აღმოჩენები გახდა, მათ შორის იმ ნივთების, რომელიც მეოთხე საუკუნის ბიზანტიის იმპერიის ეპოქას მოიცავს.
საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, პროექტის დასრულება სპეციალურად დაამთხვიეს თურქეთში ისტორიულ მოვლენას-ქვეყნის დაარსების 90 წლის იუბილეს, რომელიც სამშაბათს აღინიშნებოდა.
ხელისუფლება ამგვარ შეფასებებს არ იზიარებს, და აცხადებს რომ გვირაბს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი ბინ ალი ილდირიმი აცხადებს, რომ ამ გვირაბს მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში, და საბარგო მატარებლებს ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ლონდონში შეეძლებათ.
ბინ ალი ოლდირიმი: ეს პროექტი აზიას და ევროპას აკავშირებს ერთმანეთთან, ისტორიული აბრეშუმის გზა აღდგა. ამ გზამ უნდა გახსნას საციცოცხლოდ აუცილებელი სავაჭრო კავშირი აზიასა და ევროპას შორის.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს პროექტი ერთ-ერთია იმ ბოლო გრანდიოზულ პროექტებს შორის, რომლის მიზანია სტამბოლი მსოფლიოს ცენტრი გახდეს.
პოლიტიკური ანალიტიკოსი ატილა იესილაიდა ამბობს, რომ ასეთი პროექტები თურქეთის მმართველი პარტიის არჩევნების გამარჯვების გარანტიას წარმოადგენს.
ატილა იესილაიდა : მათ ამბიციებს ლიმიტი არ გააჩნია. თუ 2013 წლის პირველი ნახევრის, მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებს გადახედავთ , აღმოაჩენთ, რომ თანხა ძირითადად ხელისუფლების მიერ ინფრასტრუქტურისთვის არის გახარჯული . თუკი ამის გამო სახელმწიფო შიდა პროდუქციის წარმოება შემცირდა, ამაზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას უნდა დაეკისროს.
მარმარის გვირაბის კონსტრუქციის ფარგლებში მსუბუქი ავტომანქანებისთვის ბოსფორის სრუტეზე, სპეციალური გზა შენდება. ეს იქნება რიგით მესამე ხიდი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს აეროპორტს და ბოსფორის სრუტეს ერთმანეთთან დააკავშირებს. თურქეთში უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, რომელიც 2015 წელს საპარლამენტო არჩევნებით დასრულდება. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ პროცესების ფონზე სამშენებლო ბუმის დასრულებას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ.