ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში მრავალათასიანი აქცია გაიმართა


აქციები პრემიერ მინისტრსა და სეკულარულ ოპოზიციას შორის დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა

ორშაბათს, ანკარაში თურქულმა პოლიციამ ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მსგავსი საშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა უსაფრთხოების ბარიკადები გაარღვიეს. შეტაკების შემდეგ პოლიციამ დაუშვა აქციის გაგრძელება.

აქციის ორგანიზატორებს რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის გამართვის უფლება არ ჰქონდათ, თუმცა ქუჩებში ათასობით ადამიანი დროშებით და შეძახილებით მაინც გამოვიდა.

ბოლო წლებში, თურქეთში რესპუბლიკის დღის აღმნიშვნელი გამოსვლები პრემიერ მინისტრსა და სეკულარულ ოპოზიციას შორის დაპირისპირების სიმბოლოდ იქცა.

XS
SM
MD
LG