ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში აქცია დაარბიეს


სტამბოლის მერის განცხადებით, ის არ დაუშვებს თაქსიმის მოედანზე მომიტინგეების დიდი რაოდენობით შეკრებას

თურქეთის პოლიციამ კვირას გამართული დემონსტრაციების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სტამბოლის თაქსიმის მოედნიდან ბულდოზერებით და მძიმე ტექტნიკით პოლიციამ დემონსტრანტების მიერ აღმართული ბარიკადები გაწმინდა. ასევე დასუფთავდა გეზის პარკი, რომელიც თაქსიმის მოედანთან მდებარეობს. პარკში უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.

სტამბოლის მერის განცხადებით, ის არ დაუშვებს თაქსიმის მოედანზე მომიტინგეების დიდი რაოდენობით შეკრებას. ამ მიზნით, სტამბოლის პოლიციამ თაქსიმის მოედნისა და გეზის პარკის დასუფთავების შემდეგ, პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა მომიტინგეებისთვის შეკრებაში ხელის შესაშლელად.
XS
SM
MD
LG