იმიგრაცია ამერიკაში კვლავ საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი თემაა
Your browser doesn’t support HTML5
დონალდ ტრამპი ბიზნეს დოკუმენტების გაყალბებისთვის გამამტყუნებელი ვერდიქტის მიღების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიას დაუბრუნდა. ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან განსაკუთრებული ყურადღება კვლავ იმიგრაციაზე გაამახვილა და დაემუქრა ზოგ ქვეყანას, თუკი ისინი აშშ-ისკენ უკანონოდ მიმავალ ადამიანებს არ შეაჩერებენ.