შეერთებულ შტატებში ორ წამყვან საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დაგეგმილ პირველ დებატებამდე სულ ერთი კვირა რჩება.
27 ივნისს, ისტორიაში პირველად, დებატებზე ერთმანეთს ამერიკის ორი ყველაზე მხცოვანი კანდიდატი დაუპირისპირდება: 81 წლის დემოკრატი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და 78 წლის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, მათი რეიტინგი ერთმანეთთან ძალზე ახლოსაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებამდე კი ხუთ თვეზე ნაკლები რჩება.
ამერიკა ახალ, რიგით 47-ე პრეზიდენტს 5 ნოემბერს აირჩევს.
პირველი საპრეზიდენტო დებატების ადგილად ჯორჯიის შტატის ქალაქი ატლანტა შეირჩა. დებატებს პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" (CNN) საღამოს 9 საათზე გადასცემს.
Facebook Forum