რესპუბლიკური პარტიის პრაიმერებზე ტრამპის მხარდაჭერილი კანდიდატები იმარჯვებენ

რესპუბლიკელმა ამომრჩეველმა, სამშაბათს, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილი და მისი მოკავშირე კანდიდატები აირჩიეს ადგილობრივი არჩევნების წინა, რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიში. ეს აჩვენებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ინარჩუნებს პარტიაზე გავლენას.

ასევე ნახეთ: "მსოფლიო დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის" - პელოსი ტაივანში ჩავიდა 

კანზასში აბორტის მომხრე აქტივისტებმა, გამარჯვება იზეიმეს მას შემდეგ, რაც ამომრჩევლებმა მხარი არ დაუჭირეს წინადადებას, რომელიც აბორტის უფლებას შეზღუდავდა შტატში. ეს მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აბორტის საკითხზე რო-ვეიდის წინააღმდეგ საქმეში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს. კანზასის შედეგებმა აჩვენა, რომ დემოკრატი ამომრჩევლისთვის ეს საქმე, არჩევნებზე მისასვლელად დამატებითი მოტივაციაა.

ასევე ნახეთ: ყოფილი რესპუბლიკელები და დემოკრატები ამერიკაში ახალ პარტიას აფუძნებენ

სამშაბათის რესპუბლიკურმა პრაიმერიმ კი ნათელი გახადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ტრამპი რესპუბლიკელებს შორის კვლავ დომინანტურია და ბევრი მისი პარტიის კანდიდატი იზიარებს იმ ცრუ მოსაზრებას, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. ის, რომ პარტიის არმომრჩეველმა, ტრამპის მომხრე კანდიდატებს დაუჭირეს მხარის, პარტიის სხვა კანდიდატებისთვის სიგნალია. ის შტატები, სადაც ტრამპის მომხრე კანდიდატები გავიდნენ არის მიჩიგანი, კანზასი და არიზონა.