ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

10 მილიონი დოლარი ინფორმაციისთვის, რომელიც არჩევნებზე რუსულ ჩარევას ეხება


შეერთებული შტატები 10 მილიონ დოლარამდე ჯილდოს სთავაზობს ინფორმაციისთვის, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსულ ჩარევას შეეხება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯილდოს შესახებ 28 ივლისს გამოაცხადა და ამბობს, რომ ეძებს ინფორმაციას, რომელიც გამოდგება ნებისმიერი იმ უცხოელი პირის ვინაობის ან ადგილმდებარეობის დადგენაში, რომელიც აშშ-ის არჩევნებში შეგნებულად ჩაერია ან ერევა. თუმცა, განცხადებაში კონკრეტულად არის მოხსენიებული ინტერნეტის კვლევის სააგენტო (IRA), კრემლთან კავშირის მქონე ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი და მასთან დაკავშირებული რუსი ფიზიკური და იურიდიული პირები.

შეერთებულმა შტატებმმა ადრე დაასახელა პეტერბურგში ბაზირებული IRA, როგორც სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ და საარჩევნო საქმეებში ჩარევის ოპერაციებში იყო ჩართული და პრიგოჟინს სანქციები ადრე უკვე დაუწესდა.

პრიგოჟინის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტს სურს ინფორმაცია რამდენიმე სხვა პირზე, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე, IRA-ში შეერთებული შტატების საწინააღმდეგო ოპერაციებს ატარებდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ ბრალი ედებათ მთავრობის მუშაობისთვის ხელის შეშლის გზით, აშშ-ის მოტყუებაში იმ მიზნით, რომ ჩარეულიყვნენ აშშ-ის საარჩევნო პროცესში, მათ შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG