რუსეთი მოლდოვაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს

საქართველო, უკრიანა და მოლდოვა ბოლო დროს რუსეთის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გამო მოექცნენ
უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული მოლდოვა, ევროპის ყველაზე ღატაკ ქვეყნად მიიჩნევა. ეს პატარა ქვეყანა ახლა რუსეთის დიდი ზეწოლის ქვეშ არის, რადგან მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფის. კიშინოვიდან ამერიკის ხმის კორესპოდენტი ჯეიმს ბრუკი მოგვითხრობს.

საუკუნეების განმავლობაში მოლდოვა ქვეყანაში წარმოებული საკუთარი ღვინით ამაყობდა.

საბჭოთა კავშირის ყოფილმა წევრმა - ქვეყანამ ბოლო პერიოდში ღვინის ხარისხი გააუმჯობესა და მისი ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო.

თუმცა გასულ თვეს რუსეთმა მოულოდნელად მოლდოვას ღვინის ექსპორტი აკრძალა.

ამის შესახებ განცხადება თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხოელ ექსპერტებთან შეხვედრაზე გააკეთა.

ვლადიმირ პუტინი: სად გაყიდის მოლდოვა თავის ღვინოს, საფრანგეთში ? დარწმუნებული ვარ ფრანგები საკუთარ ქვეყანაში თუნდაც ერთი ბოთლი მოლდავური ღვინის გაყიდვის ნებას არ დართავენ. ასევე ეს წარმოუდგენელია რომ იტალიაში მოხდეს. ვნახოთ რა მოხდება, თუკი ისინი ამას შეეცდებიან. ღვინის მწარმოებლები ყუთებიდან ბოთლებს ამოიღებენ, და მათი განადგურების მიზნით თხრილებში დაღვრიან.

რამ გააღიზიანა ასე რუსეთის პრეზიდენტი?

მოლდოვა, უკრაინა და საქართველო - სამივე საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკა, არაფრად მიიჩნევს მოსკოვის საბაჟო კავშირის მიერ დაწესებულ რეგულაციებს, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. სამივე ქვეყანა ამჟამად ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისთვის ემზადება.

მოცემულ დროს მოსკოვი და ბრუსელი აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაქაჩვის ორთაბრძოლაში არიან ჩართული.

ყველაზე მეტად ეს ბრძოლა მოლდოვაზე აისახება.

ქვეყანაში მოქმედმა მრავალრიცხოვანმა კომპარტიამ გასულ თვეს პოზიცია შეიცვალა, უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მოულოდნელად პრო-რუსული ინტერესები დააფიქსირა.

კომპარტიის 25 წლის აქტივისტი ანდრეი ამბობს, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობის გზა უნდა აირჩიოს.

ანდრეი: ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. მოლდოვას გზა არის აღმოსავლეთი, საბაჟო კავშირში შესვლა რუსეთთან ბელარუსთან და ყაზახეთთან ერთად.

ამასობაში რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი მოლდოვასთვის ზამთარში ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტით და რუსეთიდან მოლდოველი ემიგრანტების დეპორტით დაიმუქრა.

დიმიტრი როგოზინი: თუკი ამ ქვეყნის ემიგრაციის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთში მუშაობს, მაშინ სად აპირებენ ისინი წასვლას.

როგოზინმა გააფრთხილა, რომ თუკი მოლდოვას ევროკავშირში გაერთიანება მაინც სურს, ქვეყანას მოუწევს სეპარატისტულ დნესტრისპირეთთან დამშვიდობება, სადაც წლებია სიტუაციას რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

ამის შესახებ დნესტრისპირეთის მცხოვრები ერნესტ ვარდანიანი საუბრობს.

ერნესტ ვარდანიანი: რუსეთი მოლდოვაზე და უკრაინაზე დიდ ზეწოლას ახდენს.

ამერიკის ხმა მოლდოვას პრემიერ-მინისტრს ლური ლინსას ქვეყნის მომავალზე გაესაუბრა.
იური ლეანკა: მათ ფუნდამენტურ მიზანს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთთან დაახლოვება ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და ბევრ სარგებელს მოუტანს.

ლეანკა: ვინაიდან მოლდოვა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაშია გაერთიანებული, ამას ბევრი პოზიტიური შედეგი მოჰყვება. თუკი მოლდოვა საბაჟო კავშირს შეუერთდება, სადავო იქნება ის, თუ რას მიიღებს ქვეყანა ამით. რომ აღარაფერი ითქვას იმის შესახებ რომ ევროკავშირის ბაზარი 500 მილიონიან ადამიანს მოიცავს, თავის მომხმარებლებით, რომელთაც მაღალი შესყიდვის უნარი გააჩნიათ. მასთან შედარებით საკმაოდ მცირე მოცულობის არის საბაჟო კავშირი.

მოლდოვას ლიდერები ქვეყანაში ორი წლის წინ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ვიზიტს იხსენებენ, როდესაც მან ქვეყნის ევროკავშირში გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა.

ევროკავშირის სათაო ოფისთან ბრუსელში ამჟამად 28 წევრი ქვეყნის დროშაა აღმართული. მომავალ თვეს ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, საბჭოთა კავშირის ყოფილმა კიდევ სამმა ქვეყანამ შეიძლება ამ ორგანიზაციაში გაერთიანებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.