ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერის პირველი უცხოური ტურნე


სახელმწიფო მდივნის რანგში ჯონ კერი 11 -დღიანი უცხოური ტურნეს მართავს

სირიის კრიზისი სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის 11 -დღიანი უცხოური ტურნეს მთავარი თემაა. პირველად იგი ლონდონში ჩაფრინდა, ვიზიტის ფარგლებში შედის თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი. ლონდონიდან ის ბერლინში გაემზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ბერლინში ცოტა ხნით გაჩერდება, თუმცა ეს იქნება მნიშვნელოვანი ვიზიტი. შეხვედრა უკვე გაიმართა კანცლერ ანგელა მერკელთან, რომელმაც თურქეთში ერთდღიანი ვიზიტი დაასრულა და გერმანიაში დაბრუნდა. ჯონ კერი შესაძლოა შეხვდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსაც.

გერმანიის საბჭოს საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი შტეფან მეისტერი ამბობს, რომ სირია არ იქნება ჯონ კერისა და ლავროვის შეხვედრის ყველაზე მთავარი განსახილველი საკითხი.
„მთავარი საკითხი მაინც დარჩება რუსი ბავშვების გარდაცვალება ამერიკაში. ეს ძალიან ემოციური თემაა ახლა რუსეთში“- განაცხადა მეისტერმა.

მისი თქმით 3 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტმა, რომელიც ნაშვილები ჰყავდა ამერიკის მოქალაქეს - ამერიკასა და რუსეთს შორის აქამდე არსებული ყველა სადავო საკითხი დაჩრდილა. მეისტერი ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამ ტრაგიკულ თემას შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ქულების ჩასაწერად გამოიყენებს.

„რუსეთის ხელისუფლება ამ თემებს გამოიყენებს საზოგადოებაში ანტი-დასავლური და ანტი-ამერიკული განწყობების გასაღვივებლად. რუსეთის ხელისუფლება და პუტინი თავის მოღვაწეობის მესამე რაუნდზე დიდი ზეწოლის ქვეშ არიან მოქცეული. მისი რეიტინგი ეცემა. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა კორუფციის მასშტაბებით და მოდერნიზაციის შეწყვეტით. ამიტომაც პუტინი ცდილობს საგარეო საკითხები საშინაო პოლიტიკური სისტემის ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.“

მეისტერი აცხადებს რომ ევროპელი პოლიტიკოსები თვლიან რომ, რუსეთთან ამერიკის „გადატვირთვის პოლიტიკა“ ეფექტურად დასრულდა. რა იქნება შემდეგი არავინ იცის. კონფლიქტი სირიაში არ აღძრავს რუსეთის საშინაო პოლიტიკისთვის განსაკუთრებულ ინტერესს .
„ რუსეთში არავის ანაღვლებს სირია. სხვაგვარად არის დასავლეთის ქვეყნებში სადაც ყოველდღე ადამიანები ტელევიზიით ვხედავთ თუ როგორ იღუპება ხალხი“.

რაც შეეხება ჯონ კერის არჩევანს ეს არის ევროკავშირი და საერთაშორისო ურთიერთობები ბერლინში. ანალიტიკოსი ოლაფ ბოენკე ამბობს რომ, სწორედ ასეთ ჭრილში განიხილავენ ჯონ კერის ვიზიტს ამჟამად ლონდონსა და ბერლინში.

„ის აცხადებს რომ ბოლო თორმეტი თვის მანძილზე ყველა მომსწრეა აზიის გარშემო მიმდინარე დებატების იმაზე, თუ რას ნიშნავს ის ევროპისთვის. ზოგიერთი საყვედური იყო ემოციური, თითქოს ამერიკას აღარ ანაღვლებს ევროპა. თუმცა ახლა უკვე როცა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაინიშნა ჯონ კერი და ჩაკ ჰეიგელი - ეს არის სიგნალი რომ ევროპა არ იქნება დავიწყებული.“

ბოენკე ამბობს რომ გერმანელ ექსპერტებს ესიამოვნათ როდესაც შეიტყვეს, რომ ჯონ კერის ლონდონის შემდეგ გაჩერება ბერლინი იქნებოდა. ბოენკეზე დაყრდნობით პოლიტიკური კომენტატორები ამბობენ რომ ჯონ კერის შეხვედრაზე ანგელა მერკელთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გიდო ვესტერველესთან განხილული იყო ევროპაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი და რეფორმები.
XS
SM
MD
LG