ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერიმ პირველი ოფიციალური ტური დაიწყო


ლონდონის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ბერლინს, პარიზს, რომს, ანკარას, ქაიროს, რიადს აბუ დაბის და დოჰას ეწვეა

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პირველ ოფიციალურ ტურს იწყებს ქვეყნის პირველი დიპლომატის ამპლუაში.

ტური დღეს დაიწყო, რომლის დროსაც სახელმწიფო მდივანი 11 დღეში 9 ქვეყანას ესტუმრება. აქედან პირველი დიდი ბრიტანეთი იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კერის შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა სირიის საკითხი იქნება. ამ ტურნეს განმავლობაში კერი ასევე გეგმავს შეხვდეს სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ლონდონის შემდეგ სახელმწიფო მდივანი ბერლინს, პარიზს, რომს, ანკარას, ქაიროს, რიადს აბუ დაბის და დოჰას ეწვეა პოლიტიკური კონსესუსის მოსანახად.
XS
SM
MD
LG