ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება


ვაშინგტონის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება
ვაშინგტონის მხარდამჭერი კიდევ ერთი განცხადება

ფილიპ გორდონს სენატის ქვეკომიტეტში მოუსმინეს

გუშინ შეერთებული შტატების სენატის ევროპულ საკითხა ქვეკომიტეტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის მოსმენა გაიმართა. მთავარი თემა ამერიკის და ევრაზიის ქვეყნების ურთიერთობები იყო. ბატონი გორდონის განცხადებით, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პრიორიტეტები ევროპაში სამ მთავარ მიზანს ეფუძნება.

„პირველი, ჩვენ ვმუშაობთ ევროპასთან როგორც პარტნიორთან, რათა ვუპასუხოთ გლობალურ გამოწვევებს. გლობალური მნიშვნელობის ნებისმიერ საკითხში ევროპის კონტრიბუცია გადამწყვეტ როლს თამაშობს საერთაშორისო პრობლემების დასაძლევად,“ - განაცხადა ფილიპ გორდონმა. მისი თქმით, მეორე მიზანი ეს არის ევროპასთან ერთად სტაბილურობის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და დემოკრატიის დამყარება მთელ კონტინენტზე. ამ მიზნისთვის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროპის ინტეგრაციას და ახალი დემოკრატიების გაძლიერებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

„თუმცა ჩვენი ძალისხმევა არ დასრულებულა. ეს ძალისხმევა გრძელდება ბალკანეთში, აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში,“- დასძინა ფილიპ გორდონმა.

და მესამე, ეს არის ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც კონსტრუქციულ კურსზე უნდა იყოს დაფუძნებული. გორდონის განცხადებით, პრეზიდენტმა ობამამ აღიარა, რომ მას მემკიდრეობად რუსეთთან რთული ურთიერთობა დახვდა, რაც არ თანხვდება შეერთებული შტატების ინტერესებს. გორდონის თქმით, ამერიკის მიზანი არის რუსეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების საფუძველზე. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ იქნება ჩვენი პრინციპების და ჩვენი მეგობრების ხარჯზე. „ისეთი როგორიცაა რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ან საქართველო, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი შეშფოთების გამოხატვას მთავრობის მიმართ და გავაძლიერებთ კავშირებს სამოქალაქო სექტორთან,“ - დასძინა გორდონმა.

მისი თქმით, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობს გეგმაში არიან ჩართულები და შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ ინიციატივას, რაც ხელს უწყობს დემოკრატიის წინსვლას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას მსოფლიოს ამ ნაწილში.

გორდონის თქმით, კავკასიაში ამერიკის, ევროკაშირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორობის მცდელობამ პროგრესი მოიტანა, თუმცა კვლავ რჩება სადავო ტერიტორიების პრობლემა. ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკური რეფორმების საჭიროება, რაც სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.

„საქართველოში ჩვენმა მტკიცე ჩართულობამ და ხელგაშლილმა დახმარებამ საქართველოში ხელი შეუწყო დემოკრატიისკენ სწრაფვის დაწყებას და ავღანეთში საქართველოს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნირობას. ჩვენ ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საერთაშორისო ძალისხმევას, რათა მოვძებნოთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრის გზები,“ - განაცხადა ფილიპ გორდონმა.

XS
SM
MD
LG