ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის ვიდეომ, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის წინაშე ჩივის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართ მეტი პატივისცემის გამოჩენაა საჭირო, მილიონობით ნახვა დააგროვა.
რაჰმონმა, რომელიც პირდაპირ მიმართა პუტინს, თქვა, რომ ტაჯიკეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნები გარიყულნი არიან და საჭიროა, მოსკოვის მხრიდან მეტი ჩართულობა.
რაჰმონმა ეს კომენტარი, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 14 ოქტომბერს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ლიდერების სამიტზე გააკეთა.
ასევე ნახეთ: რუსეთმა კიევს ირანული დრონებით შეუტია"იუტუბზე" გამოქვეყნებულ შვიდწუთიან ვიდეოში, რომელიც დაახლოებით 7 მილიონჯერ ნახეს, პუტინი არაკომფორტულად გამოიყურება. ვიდეოში ასევე ჩანან ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები, რომლებიც რაჰმონს უსმენენ.
”ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებს”, - თქვა რაჰმონმა რუსეთზე და დასძინა, რომ "ჩვენც გვინდა პატივისცემა".
ერთ მომენტში, ყაზახეთის პრეზიდენტი ქასიმ-ჟომარტ ტოყაევი სთხოვს რაჰმონს შეჩერდეს, მაგრამ რაჰმონი უარს ამბობს და აგრძელებს: "ჩვენ აქ სალაპარაკოდ მოვედით".
რაჰმონმა ისაუბრა პუტინის მიერ წამოჭრილ თემაზე და თქვა, რომ პუტინის მსგავსად, ისიც იყო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის მოწმე.
”მე იქ ვიყავი ოთახში, იმ შეხვედრებზე, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა”, - თქვა მან. ”მაშინ, როგორც ახლა - და თქვენ უნდა მაპატიოთ ამის თქმა - საკმარისი ყურადღება არ ექცეოდა პატარა რესპუბლიკებს, პატარა ერებს”.
პუტინმა წარსულში საბჭოთა კავშირის დაშლას „მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“ უწოდა.
რაჰმონმა თქვა, რომ ტაჯიკეთისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების უგულებელყოფა, რომლებიც მისი თქმით, საბჭოთა პერიოდში მხოლოდ ნედლეულისთვის გამოიყენებოდა, იყო დაშლის ერთ-ერთი მიზეზი.
პუტინმა საპასუხოდ, სამთავრობო გამოცემა, "ტასს"-ის ცნობით, თქვა, რომ საბჭოთა პერიოდში ეროვნულ ენებზე წიგნები ქვეყნდებოდა, გაიხსნა თეატრები, განვითარდა კულტურა და ეკონომიკა.
რაჰმონმა აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები არ ითხოვენ დიდ ინვესტიციას და რომ თუ მოსკოვი იქ ინვესტიციას ჩადებს, ეს "შეიძლება ძალიან მოკლე პერიოდში ანაზღაურდეს". მისი თქმით, ეს სწორი იქნებოდა იმ ფონზე, როცა შუა აზიელები დიდი რაოდენობით მიდიან რუსეთში სამუშაოდ.
ასევე ნახეთ: პუტინი უკრაინის საკითხს ერდოღანთან განიხილავსრაჰმონი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სამი ათეული წელია მართავს. ის პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველი უცხოური ვიზიტით პუტინი, სწორედ დუშანბეში იყო.