სირიის სამხედრო სარდლობის მიერ გავრცელებლი განცხადების თანახმად, დამასკოს ჩრდილოეთით, 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე სამეცნიერო კვლევით ცენტრზე 30 იანვრის დილით განხორციელებული თავდასხმა პირდაპირი იერიში იყო ამ ცენტრზე. ხელმძღვანელობის განცხადებით, დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.
სირიის განცხადებით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა თვეების განმავლობაში წარმოებულ წარუმატებელ მცდელობებს მოჰყვა, რომელთა მიზანს ობიექტის ხელში ჩაგდებადა პრეზიდენტ ასადის დამხობა წარმოადგენს "ტერორისტული ჯგუფების" მიერ. ისრაელელმა პილოტებმა, სირიაში დაბალ განედზე გადაუფრინეს, რითაც რადარების მიერ დაფიქსირება აიცილეს თავიდან.
რამდენიმე საათის შემდეგ, ისრაელის და დასავლურმა საინფორმაციო წყაროებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ისრაელმა საჰაერო იერიში სირიისა და ლიბანის ტერიტორიაზე მოძრავი ავტოკოლონის წინააღმდეგ განახორციელა. აღნიშნული ცნობების თანახმად პილოტებმა ავტოკოლონაზე იერიში დაჯგუფება "ჰეზბოლასთვის" გამიზნული იარაღის გადატანის მომენტში მიიტანეს.
ჯერჯერობით ვერ ხერხდება ვერცერთი მხარის მიერ გავრცელებული ცნობის ავთენტურობის გადამოწმება.