ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს


სირიის განადგურებული ინფასტრუქტურა "შოკისმომგვრელია"

გაეროს წარმომადგენლები საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე მსჯელობენ. გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციების სააგენტოს დირექტორმა ჯონ გინგმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეფასებით, სირიაში დაუყოვნებლივ დახმარებას 4 მილიონი ადამაიანი საჭიროებს. კერძოდ, აუცილებელია საკვები და მედიკამენტები.
„როგორც ვიცით, სირიაში ვითარება უარესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია სასწრაფო დახმარების გაწევა. ამას სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საჭიროებს,“- განაცხადა ჯონ გინგმა.
ის გასულ კვირას სირიასა და ლიბანში გაეროს ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სირიის განადგურებული ინფასტრუქტურა შოკისმომგვრელია.
XS
SM
MD
LG